ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავში საგანგაშო ვითარებაა. მოსახლეობა ეპიდემიის ზღვარზეა. მათი დიდი ნაწილი ბრუცელოზით არის ავად. ინფექცია ყოველდღიურად ვრცელდება, მიზეზი კი დაინფიცირებული პირუტყვია, რომელსაც დაავადების აღმოჩენის შემდეგ მოსახლეობა სასაკლაოზე აბარებს.
ინფექცია სწორედ ამ გზით ვრცელდება, გავრცელების კიდევ ერთი წყარო დაავადებულ პირუტყვთან კონტაქტია.
სამცხე-ჯავახეთის ფერმერები აცხადებენ, რომ პირუტყვის გავცრელებული ეპიდემია მათ შემოსავლის ერთადერთ წყაროს უსპობს.
არიან ოჯახებიც, რომლებიც წლებია ეპიდემიას ებრძვიან რადგან შესაბამისი ვაქცინა არ აქვთ.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ვაქცინაცია რამდენიმე თვეში დაიწყება. მათი თქმით, უკვე შემუშავებულია კონკრეტული პროგრამა, რომელიც სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყება და სამი წლის განმავლობაში დანარჩენ რეგიონებსაც მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები






