„აი კუბი“ - თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის
საზოგადოება - 13:54, 16 Mar, 2016     2514
ქართული ანბანის სწავლა კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახდება მათთვის, ვინც „აი კუბს„ გამოიყენებს.

ასაწყობი ქართული ანბანი - „აი კუბი“, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, პროექტის #წერექართულად და ჯიპას ერთობლივ ინოვაციურ იდეას წარმოადგენს. „აი კუბი“ ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან დამზადებული, პაზლის ტიპის ასაწყობი ანბანი, რომელიც შეიძლება აეწყოს სიბრტყეზეც და მოცულობითაც.

თითოეულ 8*8 ზომის პაზლის ელემენტზე ამოტვიფრულია გამჭოლი ჭრილის ქართული ანბანი, რაც შესაძლებელს ხდის მასში ფანქრის შემოტარებით ასოს მოხაზვას. კუბებზე ასევე დატანილია ბრაილის შრიფტი და ლათინური შრიფტიც. პირველ ეტაპზე ორენოვანი პაზლი დამზადდება - ინგლისურ და ქართულ ენებზე, სადაც ასევე დატანილი იქნება ბრაილის შრიფტიც. ლათინური ანბანი შეიძლება სხვადასხვა ენით ჩანაცვლდეს, მაგალითად, აფხაზი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოსახლეობისათვის.

„აი კუბის“ იდეა GIPA -ს მედია ხელოვნების სტუდენტებს ეკუთვნით, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პროექტ #წერექართულად ფარგლებში ახალი ინიციატივა განეხორციელებინათ.

„აი კუბის“ მიზანია, მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია სკოლამდელ ბავშვებში და დაწყებითი კლასის მოსწავლეებში, ისევე როგორც არაქართულენოვან მოსახლეობაში და შშმ პირებში.

პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ „აი კუბი“ გამოადგებათ ქართულ სათვისტომოებს უცხოეთში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველ ბავშვებს. „აი კუბის“ მეშვეობით ქართული ანბანის სწავლა უფრო საინტერესო და მოსახერხებელი პროცესი გახდება უცხოელებისთვისაც.

თიბისი ბანკის პროექტ #წერექართულად ფარგლებში მიმდინარე თოთოეული ინიციატივა უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ - ქართული დამწერლობისა და ენის დაცვა და განვითარება; ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გამოყენებაში და მისი გათავისუფლება ბარბარიზმებისგან. პროექტი „აი კუბი“ განსხვავებულია ყველა სხვა აქამდე განხორციელებული ინიციატივისგან, ვინაიდან ის შშმ პირების ჩართულობას ითვალისწინებს. თიბისი ბანკი „აი კუბს“ თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლას გადასცემს, რათა სკოლის ბენეფიაციარებმა პირველებმა შეძლონ ამ ინოვაციური პროდუქტით სარგებლობა.

„აი კუბის“ შესახებ უფრო მეტი დეტალის გასარკვევად შეგიძლიათ ეწვიოთ მის Facebook- ის გვერდს: Facebook.com/aikubi





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42