გუშინ ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურორსა და არასამთავრობოებს შორის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანი ნაცვლიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მან უწყებისგან ვერ დაინახა შესაბამისი მზაობა, მიმართონ დახმარებისთვის კომპეტენტურ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა მოხდეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-კადრების გადაღება-გავრცელების ფაქტის ეფექტური გამოძიება:
„ვერ დავინახეთ მზაობა და მზადყოფნა იმისა, რომ ჩამოყვანილნი იყვნენ იმ ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებსაც უფრო მეტი გამოცდილება და უფრო მეტი შესაძლებლობები ექნებათ ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლის, სტრატეგიის დაგეგმვაში დაეხმაროს სახელმწიფოს და კონკრეტული დანაშაული უფრო ეფექტურად იყოს გამოძიებული,“, - განაცხადა ანი ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






