მხატვარ ქეთევან იგნატოვას დაყაჩაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო.
როგორც "ნიუპოსტს" მღებრიშვილის უწყებაში განუცხადეს, ჟურნალსიტისა და მისი მეუღლის დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
შესაბამისად შსს არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელმა იგნატოვა და მისი ქმარი ზაზა ციციშვილი ჯერ დაჭრა და მძევლად ჰყავდა აყვანილი მათი მეზობელი.
ამ დროისთვის უცნობია რა რაოდენობის თანხა წაიღო ბრალდებულმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს თავად დაზარალებული.
როგორც იგნატოვამ კურიერის კორესპონდენთტან საუბრისას განაცხადა, მძარცველი სახლში ორი დღის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ შევიდა. პირველად იგი იგნატოვას მეუღლემ შენიშნა და სახლი დაატოვებინა, თუმცა მეორე დღეს ისევ მიბრუნდა.
მათივე თქმით, მძარცველს ცივი იარაღის მუქარით, დაახლოებით, საათნახევრის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ის ძვირფასეულობას და ფულს ითხოვდა.
მოგვიანებით მძარცველი და ოჯახის უფროსი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ყელის არეში დაიჭრა ქეთევან იგნატოვა. მძარცველმა კი მოახერხა სახლიდან გაქცევა და ძვირფასეულობის წაღება ფულთან ერთად.
თვითმხილვლების თქმით, ის 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც კაპიუშონიანია შავი სამოსი ეცვა.
კურიერის ინფორმაციით, იგნატოვას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადგილზე თითქმის ათი საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
მასალის გამოყენების პირობები