შპს "ტელეკომპანია მაესტროს" დირექტორი, ილია კიკაბიძე „ მაესტროს“ მაუწყებლობის შესაძლო გათიშვაზე საუბრობს.
"მე ცოტა ხნის წინ ჩამბარდა სასამართლოს განჩინება. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ჭიქა ჩაისთან ისხდნენ მოსამართლე და ლევან გაჩეჩილაძე და რასაც ფიქრობდნენ გადაიტანეს ფურცელზე. განჩინების შესაბამისად შესაძლებელია საერთოდ შეწყდეს "მაესტროს" სახელის გამოყენება ყველა კომპანიისთვის. არხი არ აშიშინდება! არის სხვა ტექნიკური საშუალებები, რომ შიშინის გარდა იყოს მიმანიშნებელი რომ აქ ძალიან მალე ძალიან საინტერესო გადაცემები იქნება. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ ხვალიდანვე ჩავერთოთ "სტერეოპლიუსის" მულტიპლექსში“- აცხადებს მაესტროს დირექტორი
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს - "მაესტრო" არ არის არც მაუსი, არც ტელევიზორი, არც ლიცენზია:
"მაესტრო" არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც არიან ჩემთან ერთად და ამიტომ „მაესტროც” ცოცხალია. დღეს 20.00 საათის შემდეგ რა იქნება ეთერში, ამ წუთში ნაკლები მნიშვნელობა აქვს ამას", - დასძენს კიკაბიძე.
მასალის გამოყენების პირობები






