დღეს 7 საათზე აკაკი დევაძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო მატჩი გაიმართება
საზოგადოება - 18:35, 15 Mar, 2016     1443
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით “სპორტსმენთა სოლიდარობის ფონდი“ შეიქმნება, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს დახმარებას გაუწევს. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა - სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ 10-10 ათასი ლარი გადარიცხეს საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის, აკაკი დევაძის ანგარიშზე, რომელმაც 2005 წლის 30 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მძიმე ტრავმა მიიღო. მას შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ვეტერან ფეხბურთელს ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება.

15 მარტს, 19:00 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება საქველმოქმედო მატჩი აკაკი დევაძის მხარდასაჭერად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვეტერანი ფეხბურთელი ოთარ გაბელია, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, 2015 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მსახიობი ბესო ბერულაშვილი, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სპორტული ჟურნალისტები. “სპორტსმენთა სოლიდარობის ფონდში“ სურვილისამებრ, თანხას ჩარიცხავენ სპორტული ფედერაციები და სპორტსმენები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42