ოზურგეთის მერი ქალაქის თავშესაფრის ბენეფიციარებს შეხვდა
საზოგადოება - 17:40, 15 Mar, 2016     1159
დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე და მერის მოადგილე კობა დუნდუა იმ ბენეფიციარებს შეხვდნენ, რომელთაც ქალაქის მერიამ ყოფილი სამშობიაროს ახალგარემონტებულ შენობაში საცხოვრებელი ფართები გადასცა. შეხვედრაზე, ასევე, ის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, რომელთაც საცხოვრებელი ფართი გადაეცათ, მაგრამ ამ დრომდე თავშესაფარში არ გადასულან.

51 მობინადრედან 15 ოჯახს თავშესაფარში ცხოვრება ჯერჯერობით არ დაუწყია. როგორც აღინიშნა, ხელშემშლელი მიზეზი პირადი პრობლემებია, რომელთა მოგვარების შემდეგაც მობინადრეები მათთვის განკუთვნილ ფართებს დაიკავებენ. ქალაქის მერის თქმით, უახლოს დღეებში თავშესაფრის ეზოში გარე განათებაც დამონტაჟდება.

,,ქალაქის მერიის მთავარი ამოცანა უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და მათთვის საჭირო პირობების შექმნა გახლდათ. მოხარული ვარ, რომ ამ ადამიანებს, რომელთაც წლებია საკუთარი ჭერი არ ჰქონდათ, უკვე შეექმნათ ცხოვრების ნორმალური პირობები. იმ ოჯახებს კი, რომლებიც ამ დრომდე იქ არ ცხოვრობენ, ვთხოვთ, დროულად მოაგვარონ ხელშემშლელი ფაქტორები და ორი კვირის განმავლობაში ფართები დაიკავონ, ვინაიდან გარემონტებულ ბინებს ყურადღება სჭირდება.“- განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.

დღეს, ასევე, ქალაქის მერმა ამავე თავშესაფარში მარტოხელა და სოციალურად დაუცველ სამი შვილის დედას, შორენა ბერიძეს ოროთახიანი ბინა გადასცა.

ამ დროისათვის მობინადრეთა აბონენტებად დარეგისტრირების პროცესი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს მაცხოვრებლები ინდივიდუალურად გადაიხდიან. ამ დრომდე ბენეფიციართა ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ქალაქის მერია უზრუნველყოფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42