კომპანია „ნატახტარმა“ რაგბის ქომაგებსა და მედიასაშუალებებს „ივენთ ჰოლში“ უმაპინძლა
საზოგადოება - 17:29, 15 Mar, 2016     1329
კომპანია „ნატახტარმა“ რაგბის გულშემატკივრებსა და მედიის წარმომადგენლებს ივენთ ჰოლში უმასპინძლა, სადაც დიდ ეკრანზე სოჭიდან საქართველო-რუსეთის რაგბის თამაშის ტრანსლაცია გაიმართა.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, "ნატახტარისთვის" ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტია.

„რა თქმა უნდა, საკონტრაქტო პირობებით არ ამოიწურება მხოლოდ ჩვენი მხარდაჭერა. თავიდანვე, 2008 წლიდან, ჩვენი მიზანი იყო რაგბის ქომაგის კულტურის განვითარება და რაგბის, როგორც სპორტის განვითარება. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და რაგბის მოყვარულებს, ყოველთვის უქომაგონ საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს, - განაცხადა კომპანია „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯრმა ნინო სურმავამ.

კომპანიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მისულმა გულშემატკივარმა გამარჯვება იზეიმა - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სოჭში რუსეთის ნაკრებთან ევროპის ერთა თასის მატჩი გამარჯვებით - 24:7 დაამთავრა.

„როგორც ყოველთვის, რუსეთი ჩვენი ბიჭების პრინციპული მოწინააღმდეგეები არიან. თამაში ზედმეტად დაძაბული გამოდგა. იმის მიუხედავად, რომ ბევრი ბიჭი გვაკლდა - გორგოძე, ნარიაშვილი არ იყო. ბევრი ტოპ-მორაგბე გვაკლდა, შედეგი მაინც ყოველთვის ის არის, რაც უნდა იყოს და იქნება“, - განაცხადა გულშემატკივარმა გიორგი გორდეზიანმა.


არ არის ახალი, რომ რუსეთთან თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია ჩვენთვის. ჩვენ გვყავს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი. ევროპის ჩემპიონატზე ვართ ფავორიტები“, - განაცხადა გულშემატკივარმა გიორგი ჭანიშვილმა.


შეგახსენებთ, საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია "ნატახტარს" შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, საქართველოს რაგბის კავშირი კომპანიისგან რაგბის განვითარებისათვის, ჯამში 1 მილიონ ლარს მიიღებს. ამით კომპანია „ნატახტარი“, რვა წლის თანამშრომლობასა და მხარდაჭერას კიდევ ოთხი წლით გაახანგრძლივებს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს 2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებისთვის პრემიალური ანაზღაურების გამოყოფას, დამატებით 150 ათასი ლარის ოდენობით. შეგახსენებთ, რომ კომპანია ქართული რაგბის სპონსორი 2008 წლიდანაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42