თინა ტურძილაძე: სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას და გაიაფებას გულისხმობს
საზოგადოება - 12:45, 15 Mar, 2016     558

ჯანდაცვის სექტორში საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის ბოლო ეტაპზე მხოლოდ ერთი კომპანია, ავსტრიული „ალფამედიკია“ გასული, რომელიც კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი. კონსორციუმი აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK-ი, Keppie-ი, The Health Partnership-ი, FESP-ი. ტენდერის დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს საპარტნიორო ფონდსა და კონსორციუმს შორის ხელშეკრულების გაფორმებას, სამი საავადმყოფოს მმართველობა საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელით განხორციელდება.

ამ საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის კონსულტანტი, ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე თინა ტურძილაძე:

„ჯანდაცვის სერვისების ხარისხი, ფასი და ზოგადად, სისტემისადმი ნდობა, ჩვენს ქვეყანაში დღემდე დაუძლეველი პრობლემაა. განვითარებულ სახელმწიფოებში, სადაც უზრუნველყოფილია ხარისხიც და სისტემისადმი ნდობაც, რჩება მხოლოდ ერთი პრობლემა - ფასი... ეს ნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფო მაღალი ეკონომიკური და სოციალური ეფექტურობის მოდელის ძიებაშია.

რეფორმამდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ფუნქციონირებდა თავიდან მხოლოდ ადმინისტრაციული მეთოდებით, რეფორმის შემდგომ კი მხოლოდ ეკონომიკური მართვის მეთოდების აბსოლუტიზაციის ფორმით, რაც აშკარად არ არის საკმარისი“, - აღნიშნა თინა ტურძილაძემ.

იგი აცხადებს, რომ კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში და მისი ამოცანაა სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და გაიაფება:

„ჯანდაცვის სისტემების ეფექტური განვითარებისთვის, მაღალი ეკონომიკური და სოციალური ეფექტიანობის მოდელის ძიებაში, ბევრმა სახელმწიფომ არჩევანი ბიზნესთან პარტნიორობის მოდელზე (PPP-Public Private Partnership) გააკეთა. ეს უკვე აპრობირებული მოდელია, სადაც შესაძლებელია მართვის ადმინისტრაციული და ეკონომიკური მეთოდების ოპტიმალური შერწყმა. საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა, ე.წ. PPP გულისხმობს, რომ საზოგადოებისთვის ხარისხიანი სერვისების მისაწოდებლად მენეჯმენტი კერძო კომპანიას გადაეცემა.ეს ნიშნავს, რომ ხდება გარკვეული ფუნქციების პრივატიზება. ამ სქემაში სახელმწიფო, ერთი მხრივ, სერვისების მიმღებია და მეორე მხრივ, შეთანხმების პირობების განმსაზღვრელი,სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ჯანდაცვის სერვისების ხარისხიც და ფასიც. სწორედ ეს არის PPP-ს კონცეფციის არსი, რომ კერძო კომპანიის მაღალი დონის მენეჯმენტით და სწრაფი ინვესტირებით, მოხდეს სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და გაიაფება. ჩემი აზრით, საბაზრო ეკონომიკის სოციალური ორიენტაციისათვის ეს მოდელი სწორადაა შერჩეული“, - განაცხადა თინა ტურძილაძემ.

შეგახსენებთ, აღნიშნული ტენდერი ეხება თბილისის სამ საავადმყოფოს: რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები და ონკოლოგიის ცენტრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42