"გურიის მოამბის" ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციალიტეტის სოფელ ლიხაურში სამი დაწესებულება გაქურდეს.
გატანილია სხვადასხვა სახის ტექნიკა და ბანკის სეიფი. როგორც გამგებლის წარმომადგენელი ლიხაურის თემში მერაბ სალუქვაძე "გურიის მოამბესთან" აცხადებს, ქურდობა გასულ კვირას, სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა.
"ორშაბათს სამსახურში რომ მივედი კარები გატეხილი იყო და ჩემი კაბინეტიდან წაღებული იყო ჩემი სამუშაო ლეპტოპი და ფოტოაპარატი.
ამ შენობაში არის განთავსებული ერთ-ერთი ბანკის სერვისცენტრი, საიდანაც წაღებულია კომპიუტერი, პროცესორი და ბანკის სეიფი.
ბიბლიოთეკიდან კი პერსონალური კომპიუტერი, პროექტორი და ფოტოაპარატი. რამდენადაც ვიცი დაკავებული ჯერ არავინ არ არის და მიმდინარეობს გამოძიება"-ამბობს სალუქვაძე.
შსს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარი ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები