ქართული ღვინო დიუსელდორფის ProWein-ზე
საზოგადოება - 12:24, 14 Mar, 2016     1769

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში 13-15 მარტს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ProWein-2016 ტარდება, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაციის „ქართული ღვინო“ და „კახეთის მეღვინეთა გილდიას“ მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მონაწილეობს.

გამოფენის გახსნას საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრო.

გამოფენაში მონაწილეობით, ქართველ მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი კომპანიების ნაწარმის გვერდით წარმოადგინონ.

მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ იმპორტიორები, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. გამოფენის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებები იმპორტიორებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ევროპიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზიის ქვეყნებიდან.

ProWein 2016-ის დამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ და დააგემოვნონ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ღვინოები: „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“, „თამადა“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „კონჭო და კომპანია“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „ბაგრატიონი 1882“, „ვაზიანი კომპანი“, „ვაინმენი“, „მეღვინეობა ხარება“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ბესინი“ და „თელიანი ველი“.

ქართული კომპანიების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ ღვინის ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი და ბაზრების კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აგრეთვე იმ კომპანიების ხელმძღვანელობასთან, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევიან.

წელს ProWein-ზე თავს მოიყრის მევენახეობის, მეღვინეობისა და ვაჭრობის სფეროს ათასობით წარმომადგენელი მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან.

გამოფენა ProWein 1994 წლიდან ტარდება. მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ გამოფენაში საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. ProWein-ის გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და დღეს, საქართველოს 15 ადგილობრივი კომპანია წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42