არასამთავრობო ორგანიზაციები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან
საზოგადოება - 10:41, 14 Mar, 2016     1654
არასამთავრობო ორგანიზაციები მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. 19 მარტს დაგეგმილ აქციაზე, მესამე სექტორი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტის დროულად გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ.

კამპანიაში „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ ჩართული არასამთავრობოები დღეს საგანგებო განცხადებას გაავრცელებენ. სამოქალაქო სექტორი ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს, ისინი პრემიერ-მინისტრთან და ძალოვანი უწყების პირველ პირებთან შეხვედრას მოითხოვენ. ,,ეს შენ გეხება" ფარულ ვიდე კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

„ჩვენ ამ განცხადებით კონკრეტულ მოთხოვნებს წავუყენებთ ხელისუფლებას. კერძოდ, აქცენტს ვაკეთებთ გამოძიებაზე, მათ შორის იმ პრობლემებზე, რომლებიც აქამდეც ცნობილი იყო ხელისუფლებისთვის, მაგრამ არავინ არ დასჯილა და კონკრეტული შედეგები გამოძიებას არ დაუდია. ასევე, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სახელმწიფომ შეიმუშავოს უფრო ქმედითი ღონისძიებები პრევენციისათვის“, - განაცხადა ქალთა მოძრაობის წევრმა, ბაია პატარაიამ.

"ჩვენ მოვითხოვთ კითხვებზე პასუხებს, თუ რა კეთდებოდა ფარულ ჩანაწერებთან საბრძოლველად. ჩვენ ვხედავთ სერიოზულ პრობლემებსა და შეცდომებს, რომლებიც ამ გზაზე იყო დაშვებული და სწორედ ამიტომ მივედით იმ მომენტამდე, სადამდეც მივიდა სახელმწიფო და საზოგადოება. გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ეს მაღალი ნდობით არ სარგებლობს, ამიტომ მოვითხოვთ სპეციალური საგამოძიებო ფორმატის შექმნას ამ ფაქტების და ზოგადად, ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით. ასევე დავსვამთ საკითხებს, რომელიც ეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების შექმნას", - განაცხადა ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42