„ივანიშვილი, რომ მევიდა ხელისუფლებაში, ვზეიმობდით და თურმე სატირლად გვქონია საქმე“ - ხელისუფლებისგან მივწყებული გურიის სოფელი
საზოგადოება - 15:48, 13 Mar, 2016     6181
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში ყველაზე აქტუალური წყლის პრობლემაა. ადგილობრივების განცხადებით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ეს პრობლემა ისევ მოუგვარებელია.

სოფლისკენ მიმავალ გზაზე ჯერ ალაგ–ალაგ შემორჩენილი ასფალტი გვხვდება, შემდეგ - ოდესღაც მოხრეშილი სავალი ნაწილები, ფეხით მოსიარულე გამვლელებსაც აქ იშვიათად შეხვდებით. თითქოს სოფელი ადამიანებისგან დაცლილია : „აქ ბევრი მოდიოდა არჩევნებამდე და იძახდა-ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს. არავის ადარდებს გლეხობა, მთავარია არჩევნებში გაიმარჯვონ და მისი გაინაღდონ”,- ამ სიტყვებს წიფნარელების უმრავლესობისგან მოისმენთ.

წიფნარი სხვა სოფელისგან იმით განსხვადება, რომ აქ ერთადერთი, რაც თვალში მოგხვდებათ, ახლად აშენებული სკოლაა. სხვა მხრივ კი ყველაფერი ისეა, როგორც ჩოხატაურის უმეტეს სოფლებში. ადგილობრივებს არც გზა აქვთ, არც გაზი და არც სასმელი წყალი.

მოსახლეობას დღემდე საკუთარ ეზოებში გათხრილი ჭის წყლით უწევს სარგებლობა.

ჭები ზაფხულში ხშირად შრება და სასმელ წყალს შორი მანძილიდან ეზიდებიან. ხშირ შემთხვევაში კი წვიმის წყალს იყენებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით, ხელისუფელებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა წლების განმავლობაში, ვერც ყოფილმა და და ვერც მოქმედმა ხელისუფლებამ მათი გადაჭრა ვერ შეძლო.

ადგილობრივებს მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. წიფნარელები წუხან, რომ ისინი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ.

„მხოლოდ ვსუნთქვათ და ვართ. პრობლემებში გვითენდება და გვიღამდება. ყველაზე დიდი პრობლემა უწყლობაა, რომელიც ვერ მოაგვარა ვერცერთმა ხელისუფლებამ. მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას და ასე გვითხრეს, ძვირი ჯდებაო. წვიმის წყალს ვსარგებლობთ. ზაფხულში არც წვიმის წყალი არ გვაქვს და გაუსაძლის დღეში ვართ. ერთადერთი, სკოლა გაგვიკეთეს კარგი, მაგრამ თუ ბავშვები არ დარჩა სოფელში, შენობა რად გინდა “ - ამბობს ვაჟა მეფარიშვილი.

აქაურებს უწყლობასთან ერთად საავტომობილო გზის საკითხიც აწუხებთ. ამბობენ, რომ ყოველწლიურად მოხრეშილი გზები მწყობრიდან მალევე გამოდის, მიზეზი კი სანიაღვრე არხების არ არსებობაა.

„წყალთან ერთად გზის პრობლემაც გვაქვს.უმუშევროვა და უფულობა ყველა ოჯახის და საერთო სოფლის პრობლემაა. სოფელში, სადაც გზა და წყალი არაა, იქ არსებობა სერიოზული პრობლემაა უკვე. სწორედ ამის გამოა მიგრაციის ასეთი მარალი დონე სოფლებში“ - გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა, თამაზ გიორგაძემ.

სოფელი წიფნარი, კოხნარის თემში შედის და ერთი რწმუნებული ჰყავს. რომელიც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში თვეში ერთხელ ჩნდება.

„ჩვენი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, ჩვენი შრომით ვირჩენთ თავს. რწმუნებულია და თვეში ერთხელ ამოდის სოფელში, მას ოთხი სოფელი აბარია და რა ქნას, ვერ მიიიცალა ეტყობა. სიმინდს ვიწევთ და პატარა თხილს, იმასაც არა აქვს ფასი წელს. უჭირს სოფლად გლეხს, რომელსაც დახმარების იმედი ჰქონდა. შენ ოჯახაშენებულო, აღჩევნებისთვის რომ მორბიხარ, მერეც ხომ უნდა მოხვიდე, იკითხო ამბავი? გლეხი დღეს ხელისუფლებას უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული. ივანიშვილი, რომ მევიდა ხელისუფლებაში, ვზეიმობდით და თურმე სატირლად გვქონია საქმე. არაფერი არ შეცვლილა, პირიქით გაუარესდა მდგომარება, მაგენი მისთვის მევიდნენ ხელისუფლებაში, ჩვენი ამბავი არავის უკითხავს. მოვა ახლა არჩევნები და გაახსენდებათ, რომ არსებობს სოფელი წიფნარი. აწი აღარ მოტყუვდება ხალხი მგონია, ვინც ავირჩიეთ არავის არ გამოუხედავს აქეთ“. - ამბობენ ადგილობრივები.

სოფელ კოხნარის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გელა ვაჩეიშვილი, რომლის დაქვემდებარებაში შედის სოფელი წიფნარი, ირწმუნება, რომ წიფნარში წყლის შეყვანის სამუშაოები აუცილებლად დაიწყება. ვაჩეიშვილი მოსახლეობის ბრალდებებსაც პასუხობს და ამბობს, რომ სოფელში საჭიროების შემთხვევაში ადის.

-სოფელ წიფნარში ცენტრალური გზა ერთი მიმართულებით გავაკეთეთ, სანიაღვრე არხებთან ერთად. რაც შეეხება სოფლის გზის სხვა მონაკვეთს, ამისთვის თანხა არ იყო. მომდევნო ეტაპისატვის დავიწყებთ წყლის გაყვანის სამუშაოებს.

-ბატონო გელა, მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში თვეში ერთხელ მიდიხართ..

-როცა აუცილობლობა ითხოვს, მივდივარ წიფნარში. ყოველდღე ხომ არ დავჯდები იქ, მე სხვა სამეც მაქვს. მოადგილე დამინიშნეს მაგ სოფელში და მას აქვს კონტაქტი მოსახლეობასთან.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42