მოსალოდნელია მედიკამენტებზე ფასის კიდევ უფრო დაწევა
საზოგადოება - 13:48, 13 Mar, 2016     2006
ბოლო პერიოდის კვლევების თანახმად ფასები ყველაზე მოხმარებად მედიკამენტებზე კლებულობს. ექსპერტთა ერთი ნაწილი აღნიშნულ პროცესს იმ სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირებს, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის ზრდის წახალისებას გულისხმობს.

jandacva.ge- არასამთავრობო ორგანიზაციის ჯანდაცვის პლატფორმა ხელმძღვანელს ნინო ფოფხაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მედიკამენტებზე ფასები კლებულობს. მისი თქმით, ბაზარზე მოქმედი ფარმაცევტული კომპანიები ადეკვატურად რეაგირებენ სახელმწიფოს მიერ მათთვის შეთავაზებულ ახალ რეალობაზე, რაც მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე კონკურენციის უზრუნველყოფას გულისხმობს.

„არავისთვისაა უცხო, რომ ფარმაცევტული ბაზრის ფიგურანტები თითქმის ოცი წელია, პრაქტიკულად, რეგულაციების გარეშე მუშაობენ ბაზარზე. წინა ხელისუფლება ამ პროცესს ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების წახალისებით ამართლებდა. ფაქტი კი იყო ის, რომ საზოგადოებაში წლიდან-წლამდე მყარდებოდა განცდა, რომ საქართველოში მოქმედებდა ფარმაცევტული კარტელი, რომელიც საკუთარი ბიზნეს-ინტერესებიდან გამომდინარე, მედიკამენტებს მომხმარებელს შეუსაბამოდ და უსამართლოდ ძვირად სთავაზობდა. ამ მიმართულებით ბოლო წლების პოლიტიკა კარდინალურადაა შეცვლილი და სახეზე გვაქვს სახელმწიფოს ქმედება, რამაც შედეგად კონკურენციისთვის მაქსიმალურად გახსნილი ბაზარი უნდა ჩამოაყალიბოს“, - აცხადებს ფოფხაძე.

მისი თქმით, ამ პოლიტიკას შედეგი უკვე მოაქვს, რამდენადაც ჯანდაცვის პლატფორმის დაკვირვებით, ბოლო თვეებია მედიკამენტების ფასებზე დაღმავალი ტენდენციაა შენარჩუნებული.

„ჩვენი ორგანიზაცია, სხვადასხვა ფორმებით, მათ შორის საკონტროლო შესყიდვების გზით, ბოლო ექვსი თვეა, ფარმაცევტულ ბაზარზე ინტენსიურ დაკვირვებას ახორციელებს. პირველადი მოხმარების ჯგუფების მედიკამენტებზე ფასები საშუალოდ 35–45 %-ით არის შემცირებული. ვფიქრობ, მედიკამენტებზე ფასების კლების ტენდენცია ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნდება, რადგან ბაზარზე ახალად შემოსული კომპანიები პირველადი მოხმარების მედიკამენტების იმპორტს გაცილებით იაფად ახორციელებენ. შესაბამისად, მათი პრეპარატებიც უფრო ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის, ეს პროცესი იძულებულს ხდის ტრადიციულ იმპორტიორებს მარჟის შემცირებისა თუ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების შედეგად, თავადაც გააიაფონ პროდუქცია.

ჩვენი დაკვირვების მართებულობას ადასტურებს ასევე ფანასკერტელის ინდექსის ბოლო მონაცემებიც, რომლის თანახმადაც 200 ყველაზე მოხმარებად მედიკამენტზე ფასები თებერვალში, იანვართან მიმართებით 4,5 %-ით არის შემცირებული“, – აცხადებს ფოფხაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42