ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების მუშაობას გაეცნო
საზოგადოება - 11:32, 13 Mar, 2016     1207

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.

სურსთის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამსახურში დასაქმებულია 30-მდე სპეციალისტი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში სასურსათო ბაზრის კონტროლს, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვისთვის აუცილებელ ღონისძიებებს ახორციელებენ. შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, რეგიონში მნიშვნელოვნად გაზრდილია ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში წვრილფეხა პირუტყვის ჭირი არ გამოვლენილა, დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციის პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს შხამ-ქიმიკატების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების აღწერა და კარტოფილის საწყობების საკარანტინო მავნებლებზე შემოწმება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი 2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა 5 ახალი ავტომანქანა (აქედან 3 მაღალი გამავლობის) და 4 სპეცავტომობილი სამაცივრე დანადგარით (ვაქცინებისა და პათმასალის გადასატანად). საჭირო აღჭურვილობითა და ინვენტარით უზრუნველყოფის შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 2014 წლიდან ინტენსიურად მუშაობს რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე; ლაბორატორიაში დაინერგა სურსათის და წყლის მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა დაავადებების (მათ შორის განსაკუთრებით საშიში ინფექციების) პირველადი და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა. 2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. 2015 წლის იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025 საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო. ლაბორატორიაში 11 სპეციალისტია დასაქმებული.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42