მერია არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად კონკურსს აცხადებს
საზოგადოება - 11:28, 13 Mar, 2016     1589

თბილისის მერია, დედაქალაქის მასშტაბით, არქეოლოგიური კვლევების განსახორციელებლად კონკურსს აცხადებს. კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა პროექტები თბილისის მერიაში 2016 წლის 1 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ. საკონკურსო განაცხადებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო განიხილავს.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კონკურსი „შაჰტახტის (შაიტახტის) დედაციხის“ მონაკვეთზე გამოაცხადა, სადაც არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი პირველი კონკურსის შედეგად არქეოლოგიური კვლევის ნაწილი უკვე დასრულდა.

დავით ნარმანიამ, არქეოლოგიურ საბჭოს წევრებთან ერთად, „შაჰტახტის დედაციხის“მონაკვეთზე უკვე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა და ტერიტორია დაათვალიერა.

„გასული წლის კონკურსის შედეგად ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შემდეგ საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. ამიტომ, კონკურსი წელსაც გამოცხადდა. თბილისის ისტორიულ ნაწილში ჩატარდება არქეოლოგიური კვლევები, რომლის საშუალებითაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რაზეც დღეს ვარაუდი არსებობს. ეს არის ჩვენი ქალაქის ისტორიის გაცოცხლება, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მოვუაროთ კულტურულ მემკვიდრეობას, რომ მომავალ თაობას გადავცეთ ის, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი პირველად 2015 წლის ივნისში გამოცხადდა. შედეგად, კვლევები „წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა“, „შაჰტახტის“, „საჯოგისა“ და „თრელიგორების“ ნასახლარის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიურ საბჭოს, ის 2015 წლის 9 ივნისს შეიქმნა. საბჭო 14 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42