,,პირველი არის გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა, ამას უერთდება სენატროთა უმრავლესობა და მათ შორის ვლადიმერ პაპავა.
მეორე მოთხოვნა - სტუდენტური თვითმმართველობა, როგორც ძირგამომპალი ინსტიტუცია, რომელიც უნივერსიტეტის რესურსებაზე არის უკვე წლებია მომჯდარი. მის რეფორმირებას და რესურსებზე წვდომის შეწყვეტას ვითხოვთ.
მესამე - საპარლამენტო კომისიის შექმნა და თსუ-დან ოდეერების გაძევებას“ - განაცხადა გვანცა ხონელიძემ.
მანვე ნიკა გვარამიას მიმართ სტუდენტების უკმაყოფილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორისგან სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიციის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
,,ამის პარალელურად ერთ-ერთი ყევლაზე პოპულარული ტელეკომპანიის რუსთვი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აკეთებს სრულიად უპასუხისმგებლო, ირონიულ და არაადეკვატურ განცხადებას, იგი სტუდენტებს ცილს სწამებს და აკრავს პარტიულ იარლიყებს და ცდილობს ეს ჯანსაღი პროტესტი არიოს რომელიმე პარტიათა თამაშში, რაც მიუღებელია. ჩვენ სტუდენტები ვაცხადებთ, რომ მანამ, სანამ გვარამია არ მოიხდის ბოდიშს, ჩვენ სტუდენტები რუსთავი 2-ს ვუცხადებთ ბოიკოტს“ - განაცხადა გვანცა ხონელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






