ყველამ ვიცით, რომ ეს მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახებოდა - ნინო ლომჯარია
საზოგადოება - 15:31, 12 Mar, 2016     5089

პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელებას, არასამთავრობოები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურებიან.

ჟურნალისტებთან საუბრისას, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კონსულტანტმა სამართლებრივ საკითხებში, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახებოდა და მასზე ხელი ადამიანთა მცირე ჯგუფს მიუწვდებოდა:

„ყველამ ვიცით, რომ ეს მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახებოდა. ამ მასალაზე ხელი კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს მიუწვდებოდათ, ამ წრის დადგენა ძალიან მარტივი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე თქმა იმისა, რომ ჯილდო დავაწესოთ ვინ გაავრცელა, ეს არ არის სერიოზული დამოკიდებულება. ყველამ ვიცით, რომ ეს არის ვიწრო წრისგან გავრცელებული და მისი იდენტიფიცირება არ უნდა იყოს რთული. უბრალოდ ამ შემთხვევაში, იმ ადამიანებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ ალბათ ამ სისტემაში, მოუწევთ ხელის საკუთარი თავისკენ გაშვერა. რამდენად არის მზად საქართველოს ხელისუფლება, რომ საკუთარ რიგებში ეძებოს ეს ადამიანები, ამას ალბათ მომავალი დაგვანახებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42