დიღმის ტყე-პარკში 600 წიწვოვანი ნერგი დაირგო
საზოგადოება - 15:00, 12 Mar, 2016     2315
დიღმის ტყე-პარკში, საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, 600 წიწვოვანი ნერგი დაირგო.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხე-მცენარეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად დარგო. აქციაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილეები, საპატრიარქოს, ფონდ „გაამწვანე საქართველოს“, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები. ასევე კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულები.

საგაზაფხულო გამწვანების პირველ მასშტაბურ აქციაზე, დიღმის ტყე-პარკში, 7 000 კვ .მ ფართობზე 1,50-2,50 მ სიმაღლის 600 კიპარისისა და კედრის ხე-მცენარე დაირგო.

დავით ნარმანიამ მადლობა გადაუხადა გამწვანების აქციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ასეთი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის მერმა დიღმის ტყე-პარკში ის ხეებიც დაათვალიერა, რომლებიც 2014 წელს, საშემოდგომო გამწვანების ღონისძიების ფარგლებში დაირგო.

„დღეიდან დედაქალაქში გამწვანების აქტიური ღონისძიებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 80 000-ზე მეტი ხე დაირგვება ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მის შემოგარენში. ასევე, დავათვალიერეთ დიღმის ტყე-პარკში ის ხეები, რომლებიც პირველად დაირგო 2014 წლის შემოდგომაზე და ამით დავიწყეთ ქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებით ჩვენი წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირების შესრულება. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საზოგადოების ჩართულობით გამწვანების სამუშაოებს, რათა ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქის გამწვანებაზე და აუცილებელად შევასრულოთ ის, რაც თბილისის მოსახლეობას დავპირდით. აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებულია დარგული ხეების მოვლა-პატრონობა, მათ შორის მორწყვაც. ამაზე ორი წლის განმვალობაში კონტრაქტორი კომპანიები იზრუნებენ. ყველანაირ პირობას ვქმნით, რომ ხეებმა მაქსიმალურად გაიხაროს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება. გაზაფხულზე, ქალაქის მასშტაბით, 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი დაირგვება. უკვე შერჩეული რამდენიმე ლოკაცია: მახათას მთის მიმდებარედ 15ჰა ფართობი, ოქროყანაში - გამხმარი და დაავადებული ხეებისაგან გამოთავისუფლებული ტერიტორია, დიდი დიღმისა და ქალაქის შიდა, პარკ-სკვერებისა და ცენტრალური ქუჩების მიმდებარე ტერიტორია. დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ.

2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42