დავით საგანელიძეს სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
საზოგადოება - 11:45, 12 Mar, 2016     1976

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანლიძეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მედიცინის დარგში გაწეული ღვაწლისა და სამედიცინო სფეროში წარმატებული მოღვაწეობისთვის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და აკადემიური საბჭოს წევრებმა დავით საგანელიძეს უნივერსიტეტის მხარდაჭერისათვისა და გვერდში დგომისათვის მადლობა გადაუხადეს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ერთხმად მიანიჭეს. აკადემიური საბჭოს სხდომაზე დავით საგანელიძის ინიციატივაზეც გამახვილდა ყურადღება, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების წახალისებას ისახავს მიზნად. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენს სტიპენდიას უხდის.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მადლობა გადაუხადა საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის ეს დიდი პატივია.„დავით საგანელიძეს, როგორც ექიმს, საკმაოდ გრძელი და საიტერესო გზა აქვს გავლილი მედიცინის დარგში. დაბრუნება არასდროს არ არის გვიან, თუმცა ის დღეს არანაკლებ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის. სხვათაშორის, დავით საგანელიძე პირველი იყო ვინც ქართულ სამდიცინო სექორში რევოლუციური ნაბიჯი გადადგა და პირველი კერძო კლინიკა“პულსი“ გახსნა. მისი მიდგომა სამედიცინო სფეროს განვითარების საქმეში კორუფციის აღმოფხვრისთვის მართებული აღმოჩნდა. დღეს განკერძოების პოლიტიკა გრძელდება და არსებული კონკურენცია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების წინაპირობა ხდება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კარგი ტრადიცია არსებობს. იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ჩვენი უნივერსიტეტის წინაშე საპატიო დოქტორის წოდებას ვანიჭებთ. სწორედ ერთ–ერთი ასეთი ადამიანი გახლავთ დავით საგანელიძე“-აღნიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ.

დავით საგანელიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. იგი მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში ზოგადი ქირურგიის კათედრაზე. მოღვაწეობდა მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. იკავებდა საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42