“ფაქტობრივად, ეს იქნება ობიექტი, სადაც სახელმწიფო გაატარებს სწორ პოლიტიკას, ხოლო ინვესტორს ექნება ინტერესი, დამატებითი ინვესტიცია შემოიტანოს”
საზოგადოება - 18:37, 11 Mar, 2016     1315

ტენდერი, რომელიც თბილისის სამი დიდი საავადმყოფოს განვითარებისათვის იყო გამოცხადებული, დასასრულს უახლოვდება. დეტალური შესწავლის შედეგად საუკეთესო პროექტად დასახელდა ავსტრიული კომპანია „ალფამედიკი“, რომელიც კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK, Keppie, The Health Partnership, FESP. ტენდერის დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს საპარტნიორო ფონდსა და კონსორციუმს შორის ხელშეკრულების გაფორმებას, აღნიშნული სამი საავადმყოფოს მმართველობა საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელის მიხედვით განხორციელდება.

მმართველობის ამ მოდელს ეხმაურება ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფოს, ახლანდელი უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორი მამუკა მახათაძე.

„სამწუხაროდ, ამ მოდელის შესახებ პრაქტიკული თვალსწაზრისით, ჯერჯერობით, არაფერი ვიცი, გარდა თეორიულისა. ზოგადად, ბიზნესში მიღებული და აღიარებული მოდელია, თუმცა ის პრინციპი არ ვიცი, რომლითაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იხელმძღვანელებენ. კერძოდ, ამ მოდელის რა კომპონენტები იქნება გამოყენებული ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯერჯერობით, მასზე ინფორმაცია არ გამაჩნია და მას შემდეგ, რაც ეს გახდება ცნობილი, შეგვეძლება ვისაუბროთ მის შესაძლო შედეგებზე. ზოგადად, ეს მოდელი კარგია, თუ მას სწორად გამოიყენებენ,“ - განაცხადა მამუკა მახათაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ საჯარო და კერძო სექტორს შორის მნიშვნელოვანია ის, თუ რას მოიტანს მისი დანერგვა.

„რა უნდა მოგვცეს ამ მოდელმა შედეგად, რა უნდა გაზარდოს, იქნება ეს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ხარჯთეფექტურობა. სწორედ ეს ფაქტორებია მნიშვნელოვანი, თუ რას ემსახურება ეს მოდელი“ - აღნიშნავს ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფოს, ახლანდელი უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორი.

როგორც ალფამედიკის კონორციუმის სატენდერო განვითარების ხელმძღვანელმა, ლეო მაკკენამ განმარტა - „PPP მოდელის სარგებელი ასეთია: ხარისხის ფასთან თანაფარდობა – კონკურენტული სატენდერო პროცესების მეშვეობით PPP მოდელის ხარჯთეფექტურობა პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზეა გათვალისწინებული. ჩვენ გპირდებით, რომ განვახორციელებთ PPP პროექტს, თავიდან ბოლომდე, თანამედროვე და ეფექტიანი საავადმყოფოების დაპროექტებიდან და მშენებლობიდან, ჯანდაცვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედი კლინიკის ოპერირებამდე დაფინანსების კონკურენტული და სტრუქტურული მოდელით“.

აღნიშნული მოდელის შესახებ ისაუბრა ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჯონი ჯანაშიამაც:

„ამ მოდელმა უნდა გაამართლოს, რადგან აქ იქნება სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორის ერთობლივი წილობრივი მონაწილეობა. მსგავსი მოდელი საქართველოში მანამდე აპრობირებული არ ყოფილა, თუმცა საზღვარგარეთ უკვე გამოცდილია. ზოგადად, ეს მოდელი გარანტიას იძლევა, რომ ერთი მხარე ვერ გაყიდის ობიექტს, ხოლო მეორე დანიშნულებას, პროფილს ვერ შეუცვლის. ფაქტობრივად, ეს იქნება ობიექტი, სადაც სახელმწიფო გაატარებს თავის პოლიტიკას, ხოლო მოგება პროცენტული მონაწილეობის მიხედვით განაწილდება. ინვესტორს ექნება ინტერესი, დამატებითი ინვესტიცია შემოიტანოს“, - განაცხადა ჯონი ჯანაშიამ.

ჯონი ჯანაშია აღნიშნავს, რომ ეს მოდელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოიყენება და მისი დანერგვის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება მეტად ხელმისაწვდომი გახდება:

„ეს მოდელი ბევრ ქვეყანაში გამოიყენება. ფაქტობრივად, ევროპის ყველა წამყვან ქვეყანაში არსებობს ანალოგიური მაგალითები, ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში და თითქმის ყველგან წარმატებულია. ამ მოდელის დანერგვის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი იქნება. გარდა ამისა, სახელმწიფო იქნება დაინტერესებული, რომ მისი პროექტები, უპირველესად, სწორედ იქ განხორციელდეს და არა სხვა კერძო კლინიკებში. აქედან გამომდინარე, ამ საავადმყოფოში მომსახურება უფრო მეტად ხელმისაწვდომი იქნება,“ - აღნიშნა ჯონი ჯანაშიამ.

ჯონი ჯანაშიამ ისაუბრა იმ დადებით მხარეებზე, რომელიც აღნიშნულ ტენდერს მოჰყვება:

„მე გეტყვით ჩემი საავადმყოფოს მაგალითზე. იგი 1936 წელს გაიხსნა და მას შემდეგ, ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი და ღირებული არაფერი შეცვლილა. ვიმყოფებით საშინელ, ამორტიზებულ შენობაში. პერიოდულად რემონტი ტარდებოდა, მაგრამ ვერც კი შევადარებ იმ პროექტს, რომელიც ამჟამად არის წარმოდგენილი. ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა, გარკვეული პრეტენზიები ჩვენც გვქონდა. ჩვენ ვართ ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო და საჭიროა ზოგიერთი ნიუანსის გათვალისწინება. ჩვეულებრივი მუშა პროცესია. ჩვენ წარვადგინეთ ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო და ახლა მიდის ამ საკითხებზე მუშაობა“, - აცხადებს ჯონი ჯანაშია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42