ხვალ, 12 მარტს, თბილისი დროით, 16:00 საქართველოს რაგბის ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფარგლებში მორიგ შეხვედრას სოჭში გამართავს, სადაც ქართველი ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
კომპანია „ნატახტარი“ რაგბის ქომაგებსა და მედიაასაშუალებებს „ივენთ ჰოლში“ უმაპინძლებს, სადაც დიდ ეკრანზე თამაშის ტრანსლაცია გაიმართება. რაგბის გულშემატკივრებს ადგილზე სიურპრიზი და სხვადასხვა გათამაშება ელით. პრგრამას წაიყვანა დიმიტრი ობოლაძე.
გულშემატკივართა შეკრება დაიწყება შაბათს, 12 მარტს, 15:00 საათიდან.
შეიძინეთ ბილეთები ონლაინ www.tkt.ge - ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს! თბილისის ივენთ ჰოლი - მელიქიშვილის #1
#რაგბიჩვენითამაშია
თამაში დაიწყება 16:00 საათზე.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „ნატახტარის“ სოციალური პასუხისმგებლობისათვის ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებენ. წელს, საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია „ნატახტარს“ შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის თანახმად საქართველოს რაგბის კავშირი კომპანიისგან რაგბის განვითარებისათვის, ჯამში 1 მილიონ ლარს მიიღებს. ამით კომპანია ნატახტარი, რვა წლის თანამშრომლობასა და მხარდაჭერას კიდევ ოთხი წლით გაახანგრძლივებს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს 2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებისთვის პრემიალური ანაზღაურების გამოყოფას, დამატებით 150 000 ლარის ოდენობით. შეგახსენებთ, რომ კომპანია ქართული რაგბის სპონსორი 2008 წლიდანაა.
მასალის გამოყენების პირობები