კომპანია "თელასის" ცნობით სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 14 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვარაზის ხევის, ატენის, ფალიაშვილის, აბაშიძის, ბაზალეთის, თამარაშვილის, ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის და ქუთათელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მე-3 მასივის VI, VII, VIII და IX კვარტლების, აეროდრომის დასახლების, შუამთის, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IV-ა და IV-ბ მიკრორაიონების, გლდანის VI, VII და VIII მიკრორაიონების, სოფ. გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის ხევის დასახლების, ხიზანიშვილის, მაისურაძის, მიქატაძის, ხერგიანის და ბუგეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, გელოვანის, უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის II კვარტლის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), რკინიგზის, მახალდიანის და გუდამაყრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






