თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას გიორგი გაფრინდაშვილი არ აპირებს. ამის შესახებ გაფრინდაშვილმა განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი განმარტებით, მას აკადემიური საბჭოს 9 წევრმა მხარი დაუჭირა და აქვს ყოველგვარი უფლება საბჭოს სხდომაზე წარსდგეს:
"აკადემიური საბჭოს 9 წევრმა მხარი დამიჭირა და ყველანაირი უფლება მაქვს წარვსდგე საბჭოს სხდომაზე. რაც შეეხება კანდიდატურის მოხსნას, არ ვაპირებ და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი არის კონსტრუქციული დიალოგი. თუ ის პრიორიტეტები, რომელიც ჩემს გეგმაშია, ვერ პასუხობს სტუდენტების მოთხოვნებს, შესაძლებელია ამის გადახედვა", - განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ს სტუდენტები რამდენიმე დღეა გადფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






