უნივერსიტეტს დღეს რაიმე დათმობაზე წასვლა არ შეუძლია - ვლადიმერ პაპავა
საზოგადოება - 11:27, 11 Mar, 2016     1477

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ვლადიმერ პაპავა თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე მოვლენებში მისი დისკრედიტაციის მცდელობას ხედავს.

პაპავას განცხადებით, პირადად მას გიორგი გაფრინდაშვილის საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს, გადაწყვეტილება კი თავად კანცლერობის კანდიდატმა უნდა მიიღოს.

რექტორის განცხადებით, მიმდინარე მოვლენები უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს არ ჩაშლის.

„უნივერსიტეტი ვერც კანონს და ვერც წესდებას ვერ დაარღვევს. ამიტომ, უნივერსიტეტს დღეს რაიმე დათმობაზე წასვლა არ შეუძლია, რადგან ჩიხიდან ამოვვარდებით. მოთხოვნა ის კი არ არის, რომ უნივერსიტეტმა დაარღვიოს კანონი, არამედ სტუდენტები პიროვნებას უყენებენ მოთხოვნას, რომ მოხსნას კანდიდატურა. გიორგი გაფრინდაშვილთან ურთიერთობაში არავითარი პრობლემა არასდროს არ მქონია, მასთან არაერთხელ მქონდა საუბარი და მას საკუთარი გადაწყვეტილებები აქვს. მან ჩემთან განაცხადა, რადგან აკადემიურმა საბჭომ, უმრავლესობამ, გამოუცხადა მას ნდობა, სურს რომ გაამართლოს ეს ნდობა, ოფიციალურად მისი პასუხი იყო ასეთი“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პაპავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აპროტესტებენ სენატის არჩევნებში გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას. ისინი მოითხოვენ სენატის წევრებთან საუბარს და გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას.

„ავტონომია უნივერსიტეტს“ - აქცია აღნიშნული სახელწოდებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში 15:00 საათზე გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42