ლევან გაჩეჩილაძე დღეს საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს
საზოგადოება - 10:33, 11 Mar, 2016     1314

სტუდია მაესტროს ახალი დირექტორი დღეს საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ლევან გაჩეჩილაძე მოითხოვს არ მიეცეს „მაესტროს“ სახელისა და ლოგოს გამოყენების უფლება ტელეკომპანია „მაესტროს“, რომლის 100 %-ის წილის მფლობელი ილია კიკაბიძეა.

კიკაბიძის განცხადებით კი სახელიც და ლოგოც მისი და მისი მეგობრების შექმნილია, 2011 წლის შემდეგ კი ორივე მისი საკუთრებაა.

ილია კიკაბიძე უახლოეს დღეებში მაუწყებლობის დაწყებას „მაესტროს“ სახელით გეგმავს. მაუწყებლობა კი იმავე შენობიდან გავა, სადაც ტელეკომპანია ამჟამად არის განთავსებული.

„მე, როგორც შპს ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი, გადაწყვეტილი მაქვს, რომ ამ სახელით მაუწყებლობა უახლოეს დღეებში დავიწყო. პარტნიორობისთვის ქალბატონ მაკა ასათიანს მივმართე, ვიცი რომ მის კომპანიას სარეკლამო კონტრაქტი აქვს გაფორმებული ტელე „იმედთან“, ამ კონტრაქტის ფარგლებში ტელეკომპანიის ფინანსური უზრუნველყოფა მოხდება. ეს სახელი ჩემი და ჩემი მეგობრების მოფიქრებულია, რომელსაც სატელევიზიო სფეროში ვიყენებდით და ეს ყველასთვის ცნობილია“, - განაცხადა ილია კიკაბიძემ.

აღნიშნულ შეთავაზებას მაკა ასათიანმა გუშინ გავრცელებული განცხადების საშუალებით უპასუხა და მზადყოფნა გამოთქვა, დათანხმდეს ილია კიკაბიძის წინადადებას.

"გავეცანი ილია კიკაბიძის განცხადებას დამოუკიდებელი მაუწყებლობის დაწყების შესახებ და მინდა განვაცხადო, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად გასაგები და მისაღებია.

ჩემთვის ცნობილია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც დაიწყო რეიდერული შეტევა მაესტროზე, ი. კიკაბიძე, როგორც მაესტროს ერთ–ერთი დამფუძნებელი პარტნიორი, თავს იკავებდა აემოქმედებინა თავისი ლეგიტიმური უფლებები მაესტროს ლოგოზე და ასევე დამოუკიდებელი ტელეარხის ავტორიზაცია, რომელიც დიდი ხანია გააჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი არ შეშლოდა მაუწყებლობას.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ხელების გადაგრეხვით და სრულიად უკანონოდ გიორგი გაჩეჩილაძემ მოიპოვა მაესტროს საკონტროლო პაკეტი, ამჟამად კი ახალი დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე არაორაზროვნად აცხადებს, რომ აკეთებს ახალ ტელევიზიას, ახალ ადგილას, ბუნებრივია, რომ მაესტროს გადარჩენისათვის ბაჩო კიკაბიძის მხრიდან გადადგმული იქნეს ეს სამართლიანი ნაბიჯი. მით უფრო სასიხარულოა, რომ მან თანამშრომლობისათვის მიმართა მამუკა ღლონტსაც.

ვინაიდან მეც ვთვლი, რომ აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი მაესტროს გადასარჩენად, ვაცხადებ მზადყოფნას და თანხმობას, რომ გადავცე ბაჩო კიკაბიძის ტელეკომპანიას შენობა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის“, - ნათქვამია ასათიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42