თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თსუ-ში კანცლერის არჩევნები მიმდინარეობს. რამდენიმე წუთში კენჭისყრა პროტესტის ფონზე ჩატარდება.
დაახლოებით ერთი საათია კანცლერობის ერთადერთი კანდიდატის წინააღმდეგ სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.
ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს შორის. ამის შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო, როგორც ცნობილია არცერთი სტუდენტი დაკავებული არ არის. სტუდენტები ითხოვენ სენატის სხდომაზე დასწრებისა და საკუთარი პოზიციების დაფიქსირების უფლებას.
„არსებობს გარკვეული კითხვები, რომლებიც ალბათ დღეს სენატის სხდომაზე დაისმება და ბატონ გაფრინდაშვილს პასუხების გაცემა მოუწევს. მთავარია, რომ დღეს დამოუკიდებელ გარემოში ჩატარდეს არჩევნები“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ.
სტუდენტების პროტესტი ამ წუთებშიც გრძელდება და როგორც ცნობილია, მათ სენატის სხდომაზე შეღწევა მოახერხეს.
მასალის გამოყენების პირობები






