ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი და მმართველი უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთრ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და "ზოგიერთ ღვთისმსახურს" მოუწოდებს, რომ შემოქმედელი ეპიკოპოსის რეზიდენცია ისტორიული შენობა ოზურგეთის ცენტრში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბად არ აქციოს:
"_ ალო, ოზურგეთი, გურია!!! არ ასვენებს გამჩენი ზოგიერთ შატალოზე მყოფ პარლამენტარს, არც ყოფილი გუბერნატორების ზოგიერთ ყოფილ მოადგილეებს და წარმოიდგინეთ არც ზოგიერთ ღვთისმსახურს, ყველას სიყვარულს რომ იტევს გულში, მას რომ კითხო. იმედია მაგ ისტორიულ სასახლეზე, რომელიც ერმა დიდსულოვნად დაგითმოთ ნაცმოს საარჩევნო შტაბის აბრას არ გამოაკრავთ და შიგნით მართლა შტაბს არ გამართავთ. დანარჩენს მოვუვლით და შეცდომებს აღარ დავუშვებთ" _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კვაჭანტირაძე.
მოგვიანებით ერისთავების ყოფილ სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ზვიად კვაჭანტირაძემ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში "ახლახან შემატყობინეს, რომ აღნიშნულ შეხვედრას ოზურგეთში ესწრება ჩემთვის უაღრესად საპატივცემულო მეუფე საპატრიარქოდან, რომელსაც მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ და რომლის მიმართ დიდი მოწიწება გამაჩნია, დამსახურებულად. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ იქ სადაც ის იმყოფება მხოლოდ სიკეთე სუფევს. არ მინდა მას იოტისოდენად მაინც გული ვატკინო და გულწრფელად ბოდიშს ვუხდი, თუ რამე უხერხულობა შევუქმენი".
ოზურგეთის მაჟორიტარის ფეისბუკ განცხადებებს „გურიის მოამბესთან“ საუბარში შემოქმდელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები პასუხობს:
„მეგობარი ჩამოვიდა ჩემთან სტუმრად, მით უარესი ზვიად კვაჭანტირაძისთვის , თუ ამ ფაქტმა გაღიზიანება გამოიწვია. ის წლების განმავლობაში ჩემი მეგობარი იყო, მეხმარებოდა, გვქონდა შეხვედრები. გამკვირვებია ადამიანების, ვინც პოლიტიკას და სასულიერო ცხოვრებას ერთმანეთში ურევს. გარდა იმისა, რომ ის ჩემი მეგობარია, არის აღმსარებელი. ეკლესიას და პოლიტიკას რატომ ურევს ერთმანეთში კვაჭანტირაძე ვერ გამიგია"-გვითხრა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა.
მასალის გამოყენების პირობები






