ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით მუდმივმოქმედი „ნუმიზმატიკური საგანძურის“ გამოფენა გაიხსნა
საზოგადოება - 14:31, 10 Mar, 2016     1877
ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუდმივმოქმედი „ნუმიზმატიკური საგანძურის“ გამოფენა გაიხსნა.

გამოფენა გახსნეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ლიბერთი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა დავით მელიქიძემ.

„ნუმიზმატიკური საგანძურის“ ექსპოზიციით საზოგადოებამ გაიცნო საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მომოქცევის ისტორია ძვ.წ VI საუკუნიდან 1834 წლამდე.

გამოფენა პრემონეტარული ნივთების გაცნობით დაიწყო, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა წონისა და ზომის ბრინჯაოს მასიური რგოლები (ძვ.წ. II-I ათასწლეული), კაური (ინდოეთის ოკეანეში გავრცელებული მოლუსკის ნიჟარა) და შრომის სხვადასხვა იარაღი, რომლებიც უძველეს დროში საქონლის ღირებულების საზომად გამოიყენებოდა.

ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იყო კოლხური თეთრის იშვიათი ნიმუშები, კოლხეთის მეფის აკის სტატერი, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების ადგილობრივი მინაბაძები, რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დენარებისა და რომაული საიმპერატორო აურეუსების იბერიული იმიტაციები.

დამთვალიერებლისათვის პირველად გამოიფინა ქართულ-სასანური იშვიათი დრამები, ჯაფარიანების თბილური დირჰემები, ბაგრატიონების ბიზანტიური ტიტულიანი ვერცხლის ქართული საფასეები, დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტა, რუსუდან დედოფლის უნიკალური დრამა, გიორგი IV ლაშას უნიკალური სპილენძის მონეტა, ყვარყვარე ათაბაგის, იმერეთისა და ქართლ-კახეთის მეფეების მონეტები.

„საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მონეტები, რომლებიც 27 საუკუნეს ითვლის, ზუსტად ასახავს ქვეყნის იმდროინდელ კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც, დამეთანხმებით, მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა სახელმწიფოსათვის. რაღა თქმა უნდა სს ,,ლიბერთი ბანკი“ მუდამ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ღონისძიებაში’’ განაცხადა ლიბერთი ბანკის ფინანსურმა დირექტორმა დავით მელიქიძემ.

ნუმიზმატიკის კაბინეტი საქართველოში პირველად ეროვნული მუზეუმის ეგიდით სვანეთის მუზეუმში გაიხსნა. ამჯერად კი, ასეთი ფართო მასშტაბით, პირველად წარედგინა საზოგადოებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42