თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციის გამართვას გეგმავენ
საზოგადოება - 13:36, 10 Mar, 2016     1362

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს კანცლერის არჩევნებია, თუმცა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე კენჭს მხოლოდ ერთი კანდიდატი იყრის, რომელსაც სტუდენტების ნაწილი აქტიურად უპირისპირდება.

ახალგაზრდები გიორგი გაფრინდაშვილს ზეწოლასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.

სტუდენტების ბრალდებებს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი პასუხობს. ის სიცრუეს უწოდებს სტუდენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ჩემთვის ფაქტებს დადასტურება სჭირდება, ენას ძვალი არ აქვს. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ ყოფილა, საჩივარი შეტანილი არ ყოფილა. „ოდეერი“ რა არის გულწრფელად გეუბნებით არ ვიცი, ეს არის ალბათ საბჭოთა სიტყვა. მე ვენდობი სახელმწიფოს, სახელმწიფო სტრუქტურებს და მათ მიერ მოწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციებს. ოფიციალური ინფორმაციების საფუძველზე, ის პიროვნება რომელზედაც არის ლაპარაკი, არ ფიქსირდება ორგანოების თანამშრომლად, იგი არის უნივერსიტეტის თანამშრომელი“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, ირაკლი ბურდულმა.

გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგე სტუდენტები აქციის გამართვას გეგმავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42