საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ელექტრონული გახდა
საზოგადოება - 11:37, 10 Mar, 2016     888
ამიერიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საჩივრის წარდგენა მოქალაქეებს ელექტრონულად შეეძლებათ. საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge განთავსებულ ადმინისტრაციული საჩივრის ელექტრონული პროგრამის დახმარებით, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, საჩივარი სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით გაგზავნონ და პასუხიც ინტერნეტითვე მიიღონ.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოქალაქისთვის პროგრამაში პერსონალური გვერდი იქმნება, რომელზე წვდომაც მას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან აქვს. აქვე შესაძლებელია ელექტრონული ადმინისტრაციული საჩივრის მზა ფორმის მოძიებაც. საჩივარზე მიღებული პასუხი მოქალაქის პერსონალურ გვერდზე აისახება. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში რეგისტრირებული ყველა დაინტერესებული პირის ისტორია მის პერსონალურ გვერდზე ინახება და ნებისმიერ დროს შესაძლებელია კონკრეტული საჩივრის მომზადების, ელექტრონულად გაგზავნის და მათზე საჯარო რეესტრისგან მიღებული პასუხების მოძიება.

„საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და ამ გზით მოქალაქეებისთვის საჯარო რეესტრთან კომუნიკაციისა თუ მისგან სერვისების მიღების გამარტივება ჩვენთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი. ადმინისტრაციული საჩივრის ელექტრონული პროგრამა მოქალაქეებისთვის ამცირებს ბარიერებს, გაცილებით ამარტივებს, აჩქარებს საჩივრის წარდგენის პროცესს და მას კიდევ უფრო კომფორტულსა და გამჭვირვალეს ხდის“,- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

ადმინისტრაციული საჩივრების ელექტრონული პროგრამა თავად საჯარო რეესტრისთვისაც გააუჯობესებს ადმინისტრაციული საჩივრების მონიტორინგის პროცესს და მისი საქმიანობის ეფექტურობასაც გაზრდის. პროგრამა საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ არის შექმნილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42