საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, ტარიელ ლალიაშვილი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ისარგებლა რა იმჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობით, მოქალაქეს მოატყუა, თითქოს კვლავ მუშაობდა გორის გამგეობაში მაღალ თანამდებობაზე და სასურველი მიწის ნაკვეთის შესყიდვაში დახმარების, კერძოდ კი შეღავათიან ფასად აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოსთხოვა 18 000 აშშ დოლარი, ხოლო წინასწარ მოტყუებით გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი, 9 000 აშშ დოლარი.
დაკავებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები