ანზორ ერქომაიშვილმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ქართული ხალხური სიმღერების სანოტო კრებულები და ქართველ ლოტბართა მონოგრაფიები გადასცა
კულტურა - 20:57, 09 Mar, 2016     1527
ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების ხელშეწყობას, მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს რეგიონებში ფოლკლორის შენარჩუნება და განვითარებაზე ზრუნვას ითვალისწინებს.

პირველ ეტაპზე, ანზორ ერქომაიშვილმა სამეგრელოსა და გურიაში არსებულ სალოტბარო სკოლებს ქართული ხალხური სიმღერების სანოტო კრებულები და ქართველ ლოტბართა მონოგრაფიები გადასცა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, ცენტრის სხვა თანამშრომლები და სალოტბარო სკოლების მოწვეული ლოტბარები.

ფოლკლორის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი დონაძის განცხადებით, ძალიან მნიშნველოვანია ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის შენარჩუნება. სწორედ ამ უნიკალური მასალის მეშვეობით სალოტბარო სკოლებში, რომელიც უკვე 15 რეგიონშია გახსნილი, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ უფრო ახლოს გაეცნონ ჩვენს წინაპრებს, ლოტბარებს და იმ ადამიანების სიმღერებს, რომლებიც სამწუხაროდ ცოცხლები აღარ არიან. მნიშვნელოვანია, რომ მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები მომავალშიც გეგმავენ ფონდებში დაცული უნიკალური ჩანაწერებსა და მონოგრაფიების ერთმანეთისთვის გადაცემას.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის შენარჩუნება. ამისთვის უნიკალური პროექტი წამოვიწყეთ, რომელიც რეგიონებში სალოტბარო სკოლების გახსნას ითვალისწინებს. მომავალი ლოტბარების პროფესიული დონის ამაღლებაზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ზრუნავს. მათი წახალისების მიზნით, მნიშვნელოვანია ასეთი სახის მხარდაჭერა. ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი მუდმივად ზრუნავს და გვეხმარება უნიკალური გამოცემებითა და აუდიო სასწავლო დისკებით, რომელსაც უსასყიდლოდ გადავცემთ სალოტბარო სკოლებს“, - აღნიშნავს გიორგი დონაძე.

„ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წყალობით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ შეისწავლონ უძველესი ქართული სიმღერები და ტრადიციული გალობა. გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდებს, სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ, შესაძლებლობა ეძლევათ, განათლება უფასოდ მიიღონ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. ისინი უკვე პროფესიონალები უკან ბრუნდებიან რეგიონებში და მომავალ თაობას გადასცემენ ტრადიციას. მათი თანადგომა მნიშვნელოვანია. ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა გამოსცა ქართული ხალხური სიმღერების სანოტო კრებულები და ქართველ ლოტბართა მონოგრაფიები, ასევე ხალხური სიმღერების აუდიო ჩანაწერები კომპაქტ-დისკის სახით, რომლებიც დაშლილია ხმების მიხედვით და აადვილებს სწავლის პროცესს, - აღნიშნა ანზორ ერქომაიშვილმა.

ანზორ ერქომაშვილი ცენტრის ყველა გამოცემას, კერძოდ, მონოგრაფებს, მომღერალთა ბიოგრაფიებს, გამოკვლევებს ქართული ხალხური სიმღერების შესახებ უნიკალურ ჩანაწერებს უსასყიდლოდ გადასცემს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს. შემდეგ კი ხალხური სიმღერის შემსწავლელ სკოლებში დაურიგდება ბავშვებს და მიეცემათ საშუალება შეისწავლონ სიმღერა-საგალობელი გამოჩენილი წინაპრებისგან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42