თიბისი გალერეაში ლექსიკოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საზოგადოება - 18:34, 09 Mar, 2016     1173
თიბისი გალერეაში პროექტის #წერექართლად ფარგლებში ჩატარებული ლექსიკოგრაფიის კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონკურსის 5 გამარჯვებული მოსწავლე: სალომე ლაშხი (I ადგილი) თათია გოჩაშვილი (II ადგილი), გიორგი გოგიძე (III ადგილი), ანა ჯანიაშვილი (IV ადგილი) და ნინო ახმეტელი (IV ადგილი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტის ლექსიკოგრაფიის ცენტრმა დააჯილდოვა უვადო ხელმოწერით დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონზე (www.dict.ge). გამარჯვებულმა მოსწავლეებმა თიბისი ბანკისგან მიიღეს პრიზები, ხოლო ელექტრონული წიგნების სახლმა „საბა“ მათ საჩუქრად 50 ელექტრონული წიგნი გადასცა. კონკურსის მეორე ტურის მონაწილე ოცდახუთი მოსწავლე ერთწლიანი ხელმოწერით დაჯილდოვდა დიდ ინგლისურ-ქართულ ონალინ-ლექსიკონზე.

თიბისი ბანკის პროექტის, #წერექართულად მხარდასაჭერად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა და თბილისის 24-ე საჯარო სკოლამ ლექსიკოგრაფიის კონკურსი 2015 წლის ნოემბერში წამოიწყო და ის ორ ეტაპად ჩატარდა. კონკურსი საპილოტე იყო და ის დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონის გამოყენებით (www.dict.ge) ინგლისური წინადადებებისა და მცირე ზომის ტექსტების ქართულად თარგმნას ითვალისწინებდა.

პროექტში 24-ე საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. 80 მონაწილიდან მეორე ტურში 30 მოსწავლე გადავიდა, ფინალში კი მათგან 5 საუკეთესო შეირჩა.

ლექსიკოგრაფიის კონკურსის მიზანს ინგლისურ-ქართული ლექსიკონების პოპულარიზაცია, ბარბარიზმების წინააღმდეგ ბრძოლა და ახალგაზრდებში ქართული ენის მდიდარი ლექსიკური შესაძლებლობების წარმოჩენა წარმოადგენდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი პროექტის განხორციელებას მომავალშიც გეგმავს და მასში მონაწილეობის მიღებას უკვე საქართველოს მასშტაბით არსებული სხვა სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42