ახალგაზრდა ქალბატონი ორ მცირეწლოვანთან ერთად შიმშილობას იწყებს
საზოგადოება - 15:03, 09 Mar, 2016     1961

სოციალურად შეჭირვებული ლია სირაძე დღეს, ქ. ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ შიმშილობას მცირეწლოვან შვილებთან ერთად იწყებს.

როგორც ქალბატონი ამბობს, შიმშილობას მანამ არ შეწყვეტს, სანამ დახმარებას არ აღმოუჩენენ:

„იძულებული ვხდები მერიის წინ ჩემ შვილებთან ერთად დავჯდე და აქცია გავმართო. ვატყობ, ჩემი გასაჭირი არავის აინტერესებს. ბავშვი დღეს საოპერაციოდ უნდა წამეყვანა, მაგრამ ვერ მოვახერხე, გზის ფული არ მაქვს. მანამდე დავრჩები ჩემ შვილებთან ერთად აქ, ვიდრე დახმარებას არ აღმომიჩენენ“, - აცხადებს ლია კილაძე.

ოზურგეთში, ქავთარაძის #4-ში მცხოვრები სირაძეები სოციალურად შეჭირვებულთა კატეგორიას მიეკუთვნებიან.

მშობლებთან, ლია სირაძესთან და თორნიკე გიგაურთან ერთად, სახლში 5 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე პატარა ერთი თვის ბარბარეა.

როგორც დედა აცხადებს მის ერთი თვის შვილს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც თბილისში უნდა გაკეთდეს. ოჯახს კი წასაყვანად ფინანსები არ გააჩნია. ერთი თვის გოგონას გულის მანკი დაბადებიდანვე აღმოაჩნდა. ოპერაცია და ექიმთან კონსულტაცია კი სასწრაფოდ ესაჭიროება.

აღნიშნულზე ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ კანონის ფარგლებში ოჯახს დახმარება არაერთხელ გაეწია, დღეის მონაცემებით კი სირაძეები სოფელში არიან დარეგისტრირებული. გარდა ამისა, ოჯახის სოციალური ბაზიდან ამოღების გამო დახმარების პროგრამაში მოხვედრა გაჭირდება.

ლია სირაძე: - „ერთი თვის ხდება ჩემი პატარა, გულის მანკი აქვს. გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ოპერაცია უნდა გაუკეთდეს. ჩვენ კი გზის ფული არ გვაქვს. როგორ წავიყვანო არ ვიცი, ვითხოვ დამეხმარონ. ამას წინათ მოძღვარმა ორი კაპიკი მომცა, ღმერთმა დალოცოს და იმით ვუყიდე ბავშვს საჭმელი, მანამდე ერთი ლუკმა არ მქონდა ნაჭამი, ან როგორ ვუყიდდი, 30 ლარიანია და ამდენ თანხას მე საიდან მოვიტან. ამის საშუალება არ გამაჩნია. ღამით კალათებს ვწნავ და იმას ვყიდი, რომ ჩემი 5 შვილი შევინახო. მეუღლე ჯართს აგროვებს და იმით შოულობს ორ კაპიკს. გზის ფულით მაინც დამეხმარონ, რომ ჩემი პატარა ოპერაციის გასაკეთებლად წავიყვანო. სხვის სახლში გვაქვს თავი შეფარებული. მართალია ფულს არ ვიხდით, მაგრამ ჭამა ხომ გვინდა, ჩემი 5 შვილი რითი გამოვკვებო.“

როგორც ლია სირაძე ამბობს, უამრავი თხოვნის მიუხედავად დახმარების მიღება ვერ მოხერხდა, ამბობს იმასაც, რომ სოციალური დახმარება ერთი წლის წინ მოუხსნეს, მიზეზი კი სახლში არ ყოფნა გახდა. მისი თქმით, თუ დღესვე ბავშვის წაყვანას ვერ მოახერხებს, პროტესტის ფორმებს მიმართავს:

„გამწარებული დედა ვარ, დამეხმარეთ, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. სოციალურიც არ გამაჩნია, მომიხსნეს, როცა ვიკითხე რა იყო მიზეზი, მითხრეს, რომ სახლში არ ვიყავი. სახლში როგორ გავჩერდები 5 შვილის დედა, დავდივარ და ორკაპიკს ვეძებ. წელიწადი სრულდება, სოციალური არ აგვიღია. 204 ლარი მქონდა სოციალური და იმის ამარა სახლში როგორ დავჯდებოდი. ქალბატონ თამარ დუმბაძესთან ვიყავი მისული, მითხრა, რომ სოციალური რადგან არ გამაჩნია, თანხას ვერ მომცემენ, ბავშვი ერთი თვისაა, დამეხმარონ.“- ამბობს ლია სირაძე.

ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ აღნიშნულ ოჯახს გასულ წელს დახმარება იმ პროგრამის ფარგლებში, რაც სოციალურად შეჭირვებულთა დახმარებას ითვალისწინებდა, არაერთხელ გაეწია. გასულ წელს სირაძეების ოჯახი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე იყვნენ რეგისტრირებულნი, შესაბამისად დახმარების მიღება არ გასჭირვებიათ. ბოლოჯერ სირაძეებს დახმარების სახით 250 ლარი გადაეცათ. როგორც მერიაში გვეუბნებიან, წელს სირაძეები სოფლის მისამართზე ფიქსირდებიან, გამომდინარე აქედან, ქალაქის მერია ამ ეტაპზე ვერანაირად ვერ დაეხმარება. დახმარების პროგრამაში მხოლოდ მას შემდეგ შეიყვანენ, როცა სოციალური დახმარების ბაზაში მოხვდებიან. ამის შემდეგ ოჯახს მერიის მხრიდან ახალი პოროგრამის ფარგლებში 500 ლარის ოდენობით თანხა გადაეცემა, ასევე მრავალშვილიანობის და სხვა სოციალურად შეჭირვებულთა პროგრამაშიც მოხვდებიან.-აცხადებენ მერიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42