სისხლიანი 9 მარტი - 1956 წელს საბჭოთა ჯარების მიერ სისხლში ჩახშობილი დემონსტრაცია თბილისში (ვიდეო)
პოლიტიკა - 13:12, 09 Mar, 2019     43076
1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი ხდება. საბჭოთა კავშირის ნგრევის გამოხატულება ყველაზე ადრე ბერლინის 1953 წლის ივნისის ანტისაბჭოთა აჯანყებით გამოიხატა, რომელიც საბჭოთა იმპერიის ჯარებმა სისხლში ჩაახშვეს და ბერლინი კიდევ ერთხელ ტანკებით გადათელეს.

ერთი რამ ცხადი იყო, საბჭოა იმპერიის მარწუხებში მოქცეული ოკუპირებული ევროპა გადამწყვეტი განმათავისუფლებელი ბრძოლისთვის იწყებდა მზადებას.

საბჭოთა კავშირის შიგნით პირველი მღელვარების საბაბი კი ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ ,,სტალინი პიროვნების კულტის“ დაგმობა იყო.

1956 წელს კი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივნმა ნიკიტა ხრუშჩოვმა გააკეთა მოხსენება პიროვნების (სტალინის) კულტის შესახებ. ყრილობაზე გამომსვლელებმა, რომლებიც სტალინის ყველა სიტყვასა და ნამოქმედარს გენიალურს უწოდებდნენ, დაგმეს სტალინის პიროვნების კულტი და საზოგადოების, ე. წ., “დემოკრატიული განვითარების კურსი” აიღეს.

ეს კამპანია განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდა ქართველი ახალგაზრდებისთვის, მოძრაობა, რომელიც წინააღმდეგობრივ ხასიათს ატარებდა, ერთის მხრივ მიმართული იყო ,,რევიზიონისტი“ ხრუშჩოვის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ, ეს იყო საფუძველი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოცოცხლებისა. თითქოსდა, წლების განმავლობაში, თავისუფლებადაკარგული თაობის დაგროვილმა ბოღმამ ერთიანად ამოხეთქა.


1956 წლის 3 მარტიდან საპროტესტო აქციები დაიწყო თბილისში. ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მოაწყვეს მსვლელობა. 7 მარტს დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა. დემონსტრანტებს ინტელიგენციის ნაწილი და მასში მონაწილე ახალგაზრდების მშობლებიც შეუერთდნენ. 8 მარტს კი დემონსტრანტებს მხარდაჭერა თბილისის სხვადასხვა ქარხნისა და ფაბრიკის მუშებმაც გამოუცხადეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უფრო და უფრო პოლიტიზებული ხდებოდა. გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც. საბჭოთა ხელისუფლებისათვის პროტესტი და დემონსტრანტების მოთხოვნები მიუღებელი იყო. აშკარა ხდებოდა, რომ დემონსტრანტები მოწოდებების საფუძველზე არ დაიშლებოდნენ. ეს უკვე აშკარად აჯანყება იყო...!

საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ.

9 მარტს ღამით საბჭოთა არმიის ნაწილებმა არაადამიანური სისასტიკით მიიტანეს იერიში მომიტინგეებზე, მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დაასახიჩრეს კიდევ უფრო მეტი… დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 100-დან 1000 ადამიანამდე მერყეობს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42