მისი თქმით, პირველი კვარტალი დასრულდა და მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტში გრძელდება საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტენდენცია და პროგნოზების გადაჭარბებით შესრულება, ისე როგორც ეს იყო იანვარში, თებერვალში, მარტში და ზოგადად სრულად შესრულდა 2013 წლის პირველი კვრატლის საგადასახადო შემოსავლების გეგემა.
,,ჩვენ ხშირად მოგვიწევს ასეთი ანალოგიბის გაკეთება, რადგან ყოფილი ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობაში ნიჰილიზმი დანერგოს, თუმცა მაჩვენებლები და არა მხოლოდ ბიუჯეტში, ზოგადად ყველა სფეროში მეტყველებს იმაზე რომ გაჯანსაღები პროცესი მიმდინარეობს ეკონომიკაში, ინვესტიციების შემოდინების პროცესი, იზრდება ექსპორტი და ა.შ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ხადურის განმარტებით, მობილიზებულია 745 მილიონ 500 ათასი ლარი, პირველ კვარტალში მხოლოდ გადასახადებით მობილიზებულია მილიარდ 600 ათას 15 მილიონი ლარი, რაც 63 მილიონით აღემატებ 2012 წლი ანალოგიურ მაჩვენებელს.
მასალის გამოყენების პირობები






