ეს არის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" რომელიც, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდს ეხება. მოქმედება შიდა ქართლში, რუსი სამხედროების მიერ გავლებულ გამყოფ ხაზთან ხდება და იქ მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას მოგვითხრობს.
საკონკურსო ჩვენებები 11, 13 და 16 მარტს გაიმართება. ფილმის ჩვენება, ჩეხეთიდან იწყება და მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე გაიგზავნება. ფილმის სატელევიზიო ვერსიის ჩვენება კი ევროპის სხვადასხვა არხებზე იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ფილმის გადაღება ორი წელი გრძელდებოდა, რომელიც ქართულ-გერმანულია. მწარმოებლები არიან T-stuio და Kloos&co.Medien Gmbh. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების სანდენსის ინსტიტუტი, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, კავკასიური სახლი.
მასალის გამოყენების პირობები






