9 მარტიდან 18 მარტამდე, 10 დღის განმავლობაში გაიმართება ძველი და ახალი ფილმების ჩვენება საქართველოს 5 ქალაქში. წლევანდელი კინოფესტივალი მოიცავს თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, ბოლნისსა და მესტიას.
კინოფესტივალისთვის „გარდამტეხი მომენტები“ ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა შეარჩიეს სხვადასხვა დროს გადაღებული 17 ფილმი. არჩევანი გათვლილია ყველანაირი გემოვნების მაყურებელზე და ამოცანად აქვს, წარმოუდგინოს ქართულ აუდიტორიას ევროპული კინოს ისტორიული მრავალფეროვნება და თანამედროვე ტენდენციები.
კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება ოთხშაბათს, 9 მარტს, 19 საათზე. მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ.36, კინოთეატრი „ამირანი“.
კინოფესტივალს „გარდამტეხი მომენტები“ გახსნიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და ბელგიის სამეფოს ელჩი კარინ პეტი. ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიისა და სტუმრებისთვის გაიმართება საზეიმო მიღება.
ფილმების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.eufilm.ge
მასალის გამოყენების პირობები