ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საზღვრის კონტროლისგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, 2 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ შემოვიდნენ აზერბაიჯანის მოქალაქეები ა.მ და რ.ა, მათ დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით 430,84 გრ.. აღმოაჩნდათ, საქონლის საერთო ღირებულებამ 27832,26 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი მოკვლევის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა 5 მარტს საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“. კერძოდ, სომხეთიდან შემომავალი სომხეთის მოქალაქის პ.კ-ს სხეულის სკანერით ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით 116,82 გრამი გამოვლინდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6836,63 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 6836,63 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები