2 მარტს, „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, თურქეთის რესპუბლიკიდან შემომავალი, საქართველოს მოქალაქის ა.გ-ს. ხელჩანთის სკანირებისას, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (30 აბი) გამოვლინდა. სამართალდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში 4 მარტსაც დაფიქსირდა. კერძოდ, თურქეთიდან შემოსული აზერბაიჯანის მოქალაქის ჯ.ი-ს კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცვლელი მედიკამენტები (28 აბი)და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცვლელი მედიკამენტები (58 აბი) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები შემდგომი მოკვლევისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.
ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (17 აბი) აღმოაჩინეს 4 მარტს ‘’ვალეს’’ საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაშიც. აკრძალულ მედიკამენტთა ნუსხას განკუთვნილი პრეპარატი თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული ირანის მოქალაქის, რ.ხ-ს ბარგში აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები