მარტოობის 10 წელი- მარიამ მარზაშვილის ტრაგიკული ცხოვრების ისტორია
საზოგადოება - 15:41, 07 Mar, 2016     2253
ყველა ოცნებობს სიცოცხლის ბოლო წლები თავის ოჯახთან, ახლობლებთან, შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში გაატაროს, მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელიც სიბერეს 4 კედელში მარტოდ მარტო ატარებს?

მარიამ მარზაშვილს, ისევე როგორც საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ მზრუნველობის ქვეშ მყოფ სხვა მარტოხელა მოხუცებს, მძიმე ცხოვრების გავლა მოუხდა. განათლებით ეკონომისტია, მუშაობდა სტატისტიკის დეპარტამენტში. 15 წლის განმავლობაში რიგითი თანამშრომლიდან დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დაიკავა. მომავალი მეუღლეც სამსახურში გაიცნო. ოჯახი შექმნეს, მაგრამ შვილი არ ეყოლათ. წლების შემდეგ, გადაწყვიტეს პატარა გოგონა – თამარი ეშვილათ. სამწუხაროდ ოჯახური ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. ავად გახდა და გარდაიცვალა მარიამის მეუღლე. ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვა ახლა მარიამს მოუწია. 90–იან წლებში მან სამსახური დაკარგა. ბავშვი რომ ერჩინა, მარიამი გამყიდველად, დამლაგებლად და მეეზოვედ მუშაობდა.

საუბედუროდ, განგებამ მარიამს ახალი განსაცდელი მოუვლინა – მას ქუჩის დაგვისას მანქანა დაეჯახა. მიღებულმა ტრავმებმა მარიამი რამდენიმე თვით საწოლს მიაჯაჭვა. სამსახურის შესანარჩუნებლად დედის მაგივრად თამარი გადიოდა ქუჩების დასალაგებლად.

მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება მარიამს წინ ელოდა. მისი ერთადერთი შვილი, საყვარელი თამარი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა... ასე დარჩა მარიამ მარზაშვილი სრულიად მარტო. ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად იგი ლოგინად ჩავარდა. მას არ ჰქონდა არც ძალა და არც საშუალება გამკლავებოდა თავის ავადმყოფობას.

ფონდი ექთნები აკეთებენ ყველაფერს, რათა ქალბატონ მარიამს გაუსაძლისი ტკივილები შეუმსუბუქონ. უმუშავებენ ჭრილობებს ფეხებზე, უკეთებენ გადახვევებს, ეხმარებიან პირადი ჰიგიენის მოწესრიგებაში. მართლაც, ბევრი მარტოხელა მოხუცისთვის, „სოციალური პარტნიორობა“ გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

პენსია, რომელსაც ქალბატონი მარიამი იღებს, აუცილებელ წამლებში და საკვებშიც კი არ ყოფნის.

„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას ქალბატონი მარიამის დასახმარებლად. ვაჩვენოთ მას, რომ მის გარშემო ბევრი გულისხმიერი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც მართალია, შვილის ვერ შეუცვლიან, მაგრამ თავის სითბოს და სიყვარულს აჩუქებენ და მარტოობას შეუმსუბუქებენ...

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ამ მარტოხელა ადამიანს, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ „სოციალური პარტნიორობის“ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ მარზაშვილი) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/120/

მარტოობისგან არავინ არის დაზღვეული, ვინ იცის, იქნებ ოდესმე დახმარება ჩვენც დაგვჭირდეს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42