ბათუმის თიბისი გალერეა ახალგაზრდა ფოტოხელოვანი ქალების გამოფენას მასპინძლობს
საზოგადოება - 10:56, 07 Mar, 2016     1387
თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ბათუმის თიბისი გალერეაში ფოტოგამოფენა „ქალის თვალით დანახული ჩვენ“ გაიხსნა.

ექსპოზიციაზე ახალგაზრდა, უცნობი ფოტოხელოვანი ქალების მიერ ღვაწლმოსილ ბათუმელებზე შექმნილი 25 ფოტოპორტრეტია წარმოდგენილი, რომლებიც განსხვავებულ ამპლუაში არიან გადაღებული.

გამოფენაზე დამთვალიერებელი ცნობილი ბათუმელი მსახიობის თამარ სულხანიშვილის, პოეტ ვახტანგ ღლონტის, მხატვრების ნინო ნიჟარაძისა და ბესო ბესელიას, ფეხბურთელი ასლან ბალაძის, ასევე ცნობილი ბათუმელი ექიმების, ქორეოგრაფების, არქიტექტორების, მომღერლების, ჟურნალისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების პორტრეტებს იხილავს.

გამოფენის გახსნას, რომელიც ამავდროულად ფოტოკონკურსის სახეს ატარებდა, პროექტის გმირებიც დაესწრნენ. სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომლის თავმჯდომარე მხატვარი კაკო ძნელაძეა, საუკეთესო ნამუშევრების ავტორიც გამოავლინა.

პროექტში სტუდენტები ნანუკა თალაკვაძე, ანუკი შუბლაძე, ხატია ჩხარტიშვილი, ქეთი ტაკიძე და მარი ლეჟავა მონაწილეობენ. უახლოეს მომავალში ახალგაზრდა ფოტოხელოვანი ქალების მიერ შექმნილ ფოტოპორტრეტებზე კატალოგის გამოცემა იგეგმება.

ფოტოკონკურსი „ქალის თვალის დანახული ჩვენ“ ბათუმის „ქალთა კლუბის“ ინიციატვით ხორციელდება და მისი მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანი ქალების შემოქმედების პოპულარიზაცია.

გამოფენას ბათუმის თიბისი გალერეა 12 მარტამდე უმასპინძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42