კასპში 14 წლის სკოლის მოსწავლის ქორწინების ფაქტს ომბუდსმენი გამოეხმაურა
საზოგადოება - 19:54, 04 Mar, 2016     6464

სახალხო დამცველი კასპის მუნიციპალიტეტში 14 წლის სკოლის მოსწავლის ქორწინების ფატს ეხმაურება და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არაეფექტური რეაგირების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა.

"2016 წლის 24 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა, კასპის მუნიციპალიტეტში 14 წლის თ.ა.–ს ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტთან დაკავშირებით არაეფექტური რეაგირების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა, რომ 14 წლის თ.ა-მ და 17 წლის ა.ვ-მ მშობლების ინიციატივით თანაცხოვრება დაიწყეს. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პირი იყო არასრულწლოვანი და ვერ დადგებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, გამოძიება არ დაწყებულა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თ.ა-ს შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი. მოცემულ შემთხვევაში იკვეთება მშობლების მხრიდან არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესების უგულებელყოფა, თუმცა სკოლის დირექციას ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურის ფარგლებში შეტყობინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში არ განუხორციელებია.

საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ თ.ა-ს ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევა სრულყოფილად არ შეისწავლა; სახალხო დამცველისადმი მოწოდებულ ინფორმაციაში არ იყო მითითებული განათლების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიების შესახებ, ასევე, არ იყო შეფასებული რამდენად უსაფრთხო გარემოში იმყოფებოდა არასრულწლოვანი და როგორი იყო მისი მდგომარეობა. აღნიშნულს ადასტურებდა ის ფაქტი, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების მიერ ხაზგასმული იყო მხოლოდ ქორწინების ნებაყოფლობითობა, ხოლო კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ადრეულ ასაკში ქორწინების ირგვლივ უნდა გატარებულიყო - არ ჩანდა.

სახალხო დამცველის შეშფოთებას იწვევს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივით არასრულწლოვნების და მათი მშობლების მიერ დაწერილი ხელწერილები, რომლებიც ადასტურებდა ბავშვის ინტერესების უგულებელყოფას და მშობლების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს, თუმცა ამ ხელწერილებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო პრობლემის არარსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად იყენებდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოუწოდა სრულყოფილად შეისწავლოს თ.ა-ს შემთხვევა და განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამასთან, შეისწავლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხი.

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოუწოდა შეისწავლოს თ.ა.-ს განათლების უფლების შეზღუდვის ფაქტის ირგვლივ, სკოლის დირექციის მიერ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საკითხი, ამასთან შეისწავლოს რამდენად სრულდება ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურით გათვალისწინებული მოთხოვნები მათ უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მიერ და განახორციელოს სათანადო რეაგირება კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევის ფაქტებზე."- აღნიშნულია ომბუდსმენის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42