"პოლიციამ მძღოლების სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყო" - 200 ლარიანმა ჯარიმებმა პროტესტი გამოიწვია
საზოგადოება - 15:49, 04 Mar, 2016     29887
დედაქალაქში მძღოლები არასწორი პარკინგის გამო პოლიციის მიერ დაჯარიმების ფაქტებს აპროტესტებენ.

მძღოლები ირწმუნებიან, რომ „სითი პარკის“ ტერიტორიის მიღმა გაჩერებული მანქანისთვის 200 ლარით დაჯარიმება ბიუჯეტის შესავსებად მოგონილი ხრიკია.

მათი თქმით, ჯარიმა იმ შემთხვევაშიც იწერება, თუ საავარიო ციმციმა აქვთ ჩართული და ტერიტორიის რამდენიმე წუთში დატოვებას გეგმავენ.

„ნიუპოსტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის თქმით, კანონში არანაირი ახალი რეგულაცია ძალაში არ შესულა. სამართალდამცავები კი 2012 წელს მიღებული კანონით ხელმძღვანელობენ.

„ჯარიმას შეხებაც კი არ აქვს პარკირებასთან და საუბარია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც პარკირების ზოლს მიღმა არის გაჩერებული და ქმნის პრობლემას, არღვევს საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს“- უთხრეს „ნიუპოსტს“ მღებრიშვილის უწყებაში.

„City park-ს როცა გადაყავდა ავტომობილები საჯარიმო მოედანზე მაშინ ჯარიმა 70 ლარი გამოდიოდა. მაგრამ ატყდა ერთი ამბავი, ჩვენ ქონებას იტაცებენ, რა უფლება აქვთ გადაყვანის და ა.შ. ამაზე გაბრაზდა სოსო ჯაჭვლიანი და სასწრაფოდ მოამზადა კანონპროექტი, რომ City park-ს აეკრძალოს ავტომობილების გადაყვანა. მოტივი: ქონებას გვართმევს, გვძარცვავს, ფულს გვახევს და ა.შ. აქვე გეტყვით, რომ არ არსებობს ქვეყანა სადაც არ ხდება ავტომობილების ევაკუაცია (კინოში მაინც ხომ გვაქვს ნანახი). ჰოდა ვიხადოთ ახლა 200-200 ლარი!“ - ეს განცხადება კი დავით მესხიშვილს ეკუთვნის.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, არასწორად პარკირებისთვის ან სითი პარკის ტერიტორიის მიღმა პარკირებისთვის 200 ლარიანი ჯარიმა არ არსებობს.

„არც არავის აქვს უფლება ამ თანხით დააჯარიმოს მძღოლი თუ პარკირებული ავტომობილი არ ქმნის საავარიო სიტუაციას“- ამბობს მესხიშვილი.

„ეკო ტრანსპორტ ცენტრი“-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე კი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ „საპატრულო პოლიციამ მძღოლების სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყო“.

„დღეს თბილისში ძალიან საგანგაშო ტენდენცია გამოიკვეთა, საპატრულო პოლიციამ აქტიურად დაიწყო იმ სატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმება, რომლებიც ,,სითი პარკის” ტერიტორიის მიღმა იმყოფებიან ან გზის სავალ ნაწილზე ახდენენ მგზავრის ჩამოსმა/ჩასხდომას, ჯარიმის ოდენობა საკმაოდი მაღალია და შეადგენ 200 ლარს.

რათქმაუნდა ეს არის სამართალდარღვევა მაგრამ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონის გათვალისწინებით სადაოა ჯარიმის ოდენობა 200 ლარი, მეორე ის, რომ საზოგადოებას ამ სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ გააჩნია, ამ მუხლით საპატრულო პოლიცია მძღოლების დაჯარიმებას თავს არიდებდა და მხოლოდ რამოდენიმე დღეა რაც დაიწყეს მასიურად სადამსჯელო ღონისძიებების გატარება სწორედ ამ მუხლის საფუძველზე.

საზოგადოებაში გაჩნდა პროტესტი და გაურკვევლობა, ჩვენს ორგანიზაციას უკვე ათობით მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ის უსამართლოდ დააჯარიმეს. გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ახალი რეგულაციები ამოქმედდა, სინამდვილეში კი ეს ძვველი საჯარიმო სანქციაა, რომელიც წერია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125/2 მუხლში „დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა, რომლის მე-8და მე-9 პუნქტში არსებობს ესეთი ჩანაწერი: ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით

გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. 9. ამ მუხლის მე მე-8-მე6 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით“- აღნიშნავს ურუშაძე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც შსს-მ ვერ გაიტანა თავისი ახალი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში, სწორედ ამ მუხლის საფუძველზე ახლა აამოქმედდა სადამსჯელო ღონისძიებები და აჯარიმებენ თითქმის ყველა მძღოლს რომელიც გააჩერებს ავტომობილს იქ, სადაც არ არის პარკირების საგზაო ნიშანი.

„ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტ ცენტრი“ ამ ფაქტს რამოდენიმე მიზეზის გამო ვაპროტესტებთ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩანაწერი „რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა“ არის ძალიან ბუნდოვანი, პირველ შემთხვევაში „რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა“ ვითარება გამჭირვალეა, თუ არასწორ პარკირებას ან ავტომობილის გაჩერებას მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამის დასაბუთება ძალიან მარტივია, სახეზე გვაქვს ავტოსაგზაო შემთხვევა და დგება შესაბამისი ოქმი. მაგრამ მეორე შემთხვევაში „რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა“ ძალიან რთული დასადასტურებელია, ნამდვილად გამოიწვია თუ არა მძღოლის მიერ ავტომობილის არასწორმა პარკირებამ საავტომობილო საცობი, შესაბამისად ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიციას აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ ესეთ დარღვევას მისცეს საცობის წარმოქმნის ინტერპრეტაცია, რაც დღეს სინამდვილეში ხდება და ხშირ შემთხვევაში მძღოლები უსამართლოდ ჯარიმდებიან 200 ლარით.

ეს ასევე არასამართლიანი მიდგომაა დღევანდელ რეალობაში, როდესაც ავტომოპილების პარკირების სისტემა საცობების წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და ავტომობილების რაოდენობა ბევრად აღემატება პარკირების ადგილების რაოდენობას ქალაქში, კერძოდ კი, დღეს ერთ საპარკინგო ადგილზე 12 ავტომობილი მოდის, რაც აიძულებს მძღოლებს გააჩერონ თავიანთი ავტომობილები ისეთ ადგილას, რომელიც კანონმდებლობით არ არის განკუთვნილი პარკირებისთვის.

მსგავსი მიდგომით, სამოქალაქო საზოგადოებას შეგვიძლია გამოვიდეთ ინიციატივით და რამდენი ორმო, თავახდილი საკანალიზაციო ჭა, ინფრასტრუქტურული უწესივრობაა ქალაქში, იმდენი 200 ლარი დავაკისროთ თბილისის მერიას. იმიტომ, რომ გაუმართავი ინფრასტრუქტურა ისეთივე მიზეზია საცობის წარმოქმნია, როგორც ავტომობილის არასწორი პარკირება“ - განმარტა მან.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42