„ჰუმანითი ჯორჯიამ“ ჭიათურის სამშობიაროში დაბადებული ჩვილების მშობლებს დედის დღე მიულოცა
საზოგადოება - 19:47, 03 Mar, 2016     2903
დედის დღესთან დაკავშირებით , ჭიათურის სამშობიარო სახლში დღეს დაბადებული ახალშობილების მშობლებმა ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიასგან“ საჩუქრად საბავშვო ეტლი და ჩვილის მოვლისთვის აუცილებელი საშუალებები მიიღეს.

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო დარასელმა განაცხადა, ჰუმანიტარული აქციები კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა.

„დღეს სპეციალურად შევარჩიეთ საქართველოს ერთ–ერთი რეგიონი. ჩამოვედით ჭიათურაში და შვილის გაჩენით მოგვრილი უდიდესი სიხარული, დედის დღეს ამ სამშობიაროში დაბადებული ჩვილების მშობლებისთვის, ვეცადეთ ჩვენი მოკრძალებული საჩუქრითაც გაგვეხალისებინა.

ჰუმანიტარული აქციები „ჰუმანითი ჯორჯიას“ სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა. ბაზარზე შემოსვლიდან საკმაოდ მცირე პერიოდის განმავლობაში, ჩვენი კომპანიისგან, ჰუმანიტარული დახმარების სახით, მედიკამენტები გადაეცა გრიპის საწინააღმდეგო პროგრამაში ჩართულ დედაქალაქის კლინიკებს, უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს (ყოფილი ონკოლოგიური კლინიკა), რესპუბლიკურ საავადმყოფოს, პედიატრიულ კლინიკას და საპატრიარქოსთან არსებულ ამბოლატორიულ ცენტრს. ცხადია, მსგავს აქციებს კომპანია მომავალშიც სისტემატურად განაგრძობს“, – აცხადებს დარასელი

ჭიათურის სამშობიარო სახლის სამეანო–გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელის ანდრო ფიფიას თქმით, სასიამოვნო მოულოდნელობა იყო დედის დღესთან დაკავშირებით „ჰუმანითი ჯორჯიას“ სტუმრობა. „დარწმუნებული ვარ, ეს სიურპრიზი დღეს ჩვენს სამშობიარო სახლში დაბადებული ჩვილების მშობლებს დიდხანს ემახსოვრებათ. ცხადია, გამოჩენილი ყურადღებისთვის კომპანიის მადლობლები ვართ“, – ამბობს ფიფია.

„ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახლახანს შემოვიდა. კომპანიის მიერ იმპორტირებული კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, ანტიფუნგალური, ანთების საწინააღმდეგო–ტკივილგამაყუჩებელი, გაციების საწინააღმდეგო, გასტროენტეროლოგიური, ანტიჰისტამინური და ანტიბიოტიკური ჯგუფების პრეპარატები, არსებულ ანალოგებთან შედარებით მინიმუმ 30%–ით იაფად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. აღნიშნული ჯგუფების მედიკამენტებით უკვე მომარაგებულია ყველა მსხვილი სააფთიაქო ქსელი. კერძოდ: ავერსი, იმპექს-ფარმა, PSP, სახალხო აფთიაქი, ფარმადეპო, ფარმსახლი და GPC.

როგორც „ჰუმანითი ჯორჯიაში“ აცახდებენ, გარდა 250–მდე დასახელების ხშირი მოხმარების ხარისხიანი პრეპარატის მისაღებ ფასად იმპორტისა, კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების მიმართულებითაც. კერძოდ, საპარტნიორო ფონთან თანაშრომლობით ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომელიც ულტრათანამედროვე ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. ქარხანა აღჭურვილი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ხარისხის კონტროლის ლაბორატორიით და თანამედროვე სასაწყობო მეურნეობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42