„ლევანი ბავშვს თვითონ გაზრდის და ღამეც მოუვლის, მე ღამეების თენება და უძილობა არ შემიძლია“- მარიამ კუბლაშვილი
საზოგადოება - 17:37, 03 Mar, 2016     24945

მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ბავშვს ელოდებიან.მათი საერთო შვილი ივნისში დაიბადება. ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში მარიამმა ორსულობის პერიოდზეც ისაუბრა. აღნიშნა ისიც, რომ რადგან მას პირველი ქორწინებიდან ბიჭი უკვე ჰყავს, სურვილი ჰქონდა მეორე გოგო ყოფილიყო, თუმცა მარიამი და ლევანი ზაფხულში ბიჭის მშობლები გახდებიან.

- ორივეს გოგო გვინდოდა, მაგრამ ლევანი ამბობს, ჩემთვის სულერთია, პირველი გოგოც გამიხარდებოდა, მაგრამ შვილი შვილიაო. ამბობს, ბიჭს უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა დავხვდეო. რაც შემეხება მე, გაბრაზებული ვიყავი. ძალიან მინდოდა, მეორე შვილი გოგო ყოფილიყო, ჩემი შვილი (პირველი ქორწინებიდან) 11 წლის არის და მეორეც ბიჭი დაიბადება, ამიტომ მინდოდა გოგო. თუმცა ბიჭები რომ მყავს, რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, ალბათ ასეთ დროს ქალი უფრო დაცული და ამაყია.

ჭირვეული არ ვარ, ძირითადად იმაზე ვწუწუნებ, რომ გავსუქდი. რა უნდა ჩავიცვა, არაფერი მიხდება-მეთქი, ვამბობ და ამით შევაწუხე ლევანი. ძალიან მომწონს ეს მდგომარეობა, რომ ლევანი ყველაფერს მისრულებს და ვნერვიულობ, როცა ბავშვს გავაჩენ, მერე რა უნდა გავაკეთო. დაღლილი ვარ, ვერაფერს გავაკეთებ-მეთქი, ვიტყვი და წამოვწვები ხოლმე, ორსულს ყველაფერი გამდის. სულ მეძინება, თუმცა ძილი ისედაც მიყვარს. საერთოდ, აქტიური ადამიანი ვარ და ახლა მოვდუნდი. პრეტენზიული არ ვარ, მაგრამ გულჩვილი და სენტიმენტალური გავხდი.

შეკითხვაზე, ფსიქოლოგიურად ცოლ-ქმარი მზად არიან თუ არა ღამის თენებისთვის მას შემდეგ რაც პატარა დაიბადება, მარიამი პასუხობს:

- ზუსტად ვიცი, ლევანი ბავშვს თვითონ გაზრდის და ღამეც თვითონ მოუვლის, მე ღამეების თენება და უძილობა არ შემიძლია. დარწმუნებული ვარ, ლევანი ბევრ რამეს თვითონ გააკეთებს. ასეთი ტიპია და ვერც იმას შეეგუება, რომ ბავშვი ცალკე იყოს, გული გაუსკდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42