თსსუ-ს სტუდენტების C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ
საზოგადოება - 17:59, 02 Mar, 2016     1289
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ. სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში განლაგებულ მოძრავ ამბულატორიებში C ჰეპატიტის ვირუსზე კვლევა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია პირადად დაესწრო. მან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ისაუბრა და ყურადღება სკრინინგის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, სკრინინგის გარეშე პროექტი წარმატებული ვერ იქნება. „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი მიმდინარეობს და ამისთვის მნიშვნელოვანია, რამდენი ადამიანი ჩაიტარებს სკრინინგს. ამის გარეშე პროექტი ეფექტიანი ვერ იქნება. სკრინინგი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტში“ - განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. ვალერი კვარაცხელიამ სხვა საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების ხელმღძვანელებსაც მიმართა და მოუწოდა, უზრუნველყონ თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის სკრინინგი C ჰეპატიტზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა. უახლოეს მომავალში კი სწრაფ ტესტს საკუთარი პეროსნალისა და სტუდენტებისთვის უნივერსიტეტი თავად დააფინანსებს. „მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთავაზობთ ჩვენს ყველა სტუდენტს, მაგისტრს, დოქტორანტს, რეზიდენტს, პროფესორს, ექიმს, მედპერსონალს და საერთოდ ყველას, სურვილისამებრ, უფასო გამოკვლევას, სწრაფ სკრინინგს C ჰეპატიტზე“ - განცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სტუდენტებსაც შეხვდნენ. მათ მომავალ ექიმებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში არსებული სიახლეებისა და დაავადების დამარცხების პროცესში დროული სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

უფასო სკრინინგის აქცია 2015 წლიდან, C ჰეპატიტის ვირუსის დროული გამოვლენის, მკურნალობისა და სრული ელიმინაციის მიზნით დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42