„არ არის გამორიცხული, რომ ჩემპიონატის ზოგიერთი მატჩის გადატანა, ან შეცვლა მოხდეს უსაფრთხოების დაცვის მიზეზით ამ მოსალოდნელ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით შეტყობინებების გამო. თუ იარსებებს რაიმე ეჭვი, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მაშინ მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება.“- ეს განცხადება Associated Press-თან უეფას ოპერატიული მართვის დირექტორმა მარტინ კაპლენმა გააკეტა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის უეფას არ აქვს ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და არც რაიმე საგანგაშო შეტყობინება არ შესულა.
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება, მატჩები გაიმართება შემდეგი 10 ქალაქის სტადიონებზე: ბორდო, ლილი, ლანსი, ლიონი, მარსელი,ნიცა, პარიზი, სენ-დენი, სენტ-ეტიენი და ტულუზა. საფრანგეთი მესამედ უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს.
2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარმა ტერორისტული აქტებმა ჩემპიონატის უსაფრთხოების შესახებ დისკუსია გამოიწვია. ტერაქტებისგან ერთ-ერთის სამიზნე სწორედ „სტად დე ფრანსზე“ მიმდინარე ამხანაგური მატჩი იყო გერმანიასა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის.
მასალის გამოყენების პირობები