"მეწველი ძროხა მომპარეს. პატარა ბავშვები გვყავს და ამით ვარჩენდით. ახლა აღარც ძროხა მყავს და ბავშვებიც ფაქობრივად უჭმელი დაგვრჩა. მე სამი დღის წინ მომპარეს, მეორე მეზობელს გუშინ დაეკარგა. ვიღაცამ ამაზე ხომ უნდა მოახდინოს რეაგირება?"- აცხადებს დაზარალებული.
იგივე პრობლემა აქვს სოფელ ლესის მოსახლეობასაც. ადგილობრივები "გურიის მუამბესთან" ამბობენ, რომ საბალახოდ გაშვებულ პირუტყვს ვეღარ პოულობენ.
მოსახლეობა დახმარებას სამართალდამცავებისაგან ითხოვს.
,,გურიის მოამბე“ ამავე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს, ელისო ჭიჭინაძეს დაუკავშირდა.
ჭიჭინაძე ჩვენთან სატელეფონო საუბარში ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს
" დიახ, ჩემთან უკვე იყო ჩემის სოფლის მკვიდრი, რომელსაც ოთხი სული საქონელი დაეკარგა. ჩვენ უკვე შევატყობინეთ ადგილობრივ პოლიციას და პასუხს ველოდებით.
ორშაბათს მე თავად მივალ პოლიციის განყოფილებაში და მოვიკითხავს ამბავს. იცით, რომ კაი ხანია აღარ მიდის საქონლის ქურდობა და ამას ჩვენ სოფელში არ დავუშვებთ.
ველოდები გამოძიებას და მერე თავად გავაკეთებ ამაზე ხმამაღალ განცახდებას" - აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება შსს-ს პრესსამსახურს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პოლიციაში 28 თებერვალს შესული იყო მხოლოდ ერთი მოქალაქის განცხადება, რომელმაც ორი დღის შემდეგ დარეკა და თქვა, რომ დაკარგული საქონელი იპოვა: "გარდა ერთი განცხადებისა, სოფელ ლესიდან, არც ერთი მოქალაქის განცხადება პოლიციაში არ შესულა. იმ ქალბატონმა ორი დღის შემდეგ დარეკა და თქვა, რომ დაკარგული ოთხივე საქონელი იპოვა. სხვა განცხადება საქონლის დაკარგვასთან დაკავშირებით პოლიციაში არ შესულა. მოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, რომ მსგავსი შემთხვევების დროს აუცილებლად მოგვმართონ, რომ ფაქტზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება".
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები